25.1.12

თავის შეხსენება :))

როგორ ხართ?! მომენატრეთ.ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ მინდოდა ძალიან პოსტის დაწერა.
დაახლოებით ორი თვეა რაც ცხოვრების წესი შემეცვალა. აქ სხვა სახის თავგადასავლები მაქვს. ყველა ჩემს უცხოელ მეგობარს ჩამოვშორდი ფიზიკურად. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მაგრამ მეგობარს ვერ ვუწოდებ ჯერ ვერავის. ანა მივსებს ყველა დანაკლისს.
ვცხოვრობ ისევ საინტერესოდ, თუმცა ყოველ შაბათ-კვირას ვეღარ დავდივარ სამოგზაუროდ. მეტად დაკავებული ვარ, ნაკლები თავისუფალი დრო მაქვს.
ვმუშაობ, თავისუფალ დროს ვმეცადინეობ. მხატვრული ლიტერატურის წიგნები TESTDAF-ის წიგნებმა შეცვალეს.
მალე გამოცდა მაქვს და გადაწყდება ჩემი მაგისტრატურაში ჩარიცხვის ამბავიც. უკვე მივუალხოვდი ჩემს ასასრულებელ ოცნებას და ძალიან ვღელავ. თუ ჩავირიცხე, ჩავთვლი, რომ ცხოვრებაში მიუღწეველი არაფერია თუ ადამიანი დაისახავს მიზნად.
რთული დღეები მაქვს. გაძლებაზე ვარ უკვე. ყოველ დღე ვებრძვი თავს მეცადინეობის დროს. საქმე ზარმაცობაში არაა.კი, ბავშვობაში ზარმაცი ყოველთვის ვიყავი საქმე როცა სწავლას ეხებოდა. აბიტურიენტობის დროს მახსოვს დედა როგორ ჩიოდა, ასეთი ზარმაცი და აუტანელი მოსწავლე არ მყოლია არასდროსო. იყო კი, რაც მქონდა ვერ დავიკარგავ. მაგრამ ამჯერად საქმე სირთულეშია და დროის უკმარისობაში. მთელი ღამე ძილში გერმანულ სიტყვებს ვიმეორებ და ტესტებს ვაკეთებ.. კარგი, უკვე წუწუნში გადავედი.
გადახვევებს მაინც ვახერხებ, არ ვაკლებ თავს გართობას. მაგალითად, მე და ანამ როლიკები ვიყიდეთ( ქართულად რა ჰქვია არ მახსოვს). არა მარტო ჩვენ გავხალისდით, არამედ ჩვენი გარშემო მყოფნიც ჩვენი ძირზე დავარდნის ყურებით. ეგ არაფერი, ვისწავლით. ოპტიმისტები ვართ.
კიდევ ჭამის ახალ- ახალ ფორმებს ვიგონებ, ესეც სიზარმაცის
ერთ-ერთი გამოვლინება, ყველაფრის გაადვილებაზე მაქვს ტვინი მომართული.
ჰო, კიდევ მალე კოლნში კარნავალია, მონიკამ გუშინ ფული გვაჩუქა მე და ანას, კოსტუმები იყიდეთო.
კარნავალი როცა იქნება მერე დავწერ პოსტს, ვფიქრობ საინტერესო სანახაობა იქნება. ეს კი ჩემი კოსტუმია..

ჩავიცმევ და ვფარფატებ სახლში, ძაღლი ვერ მცნობს და დამდევს უკან ყეფით და გვაქვს ერთი ალიაქოთი სახლში.
წავედი. მელოდება წიგნები. :(
ეს სიტყვები მშველის - ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების..'' ჰოდა ვუცდი, როდის გამიტკბილდება ჩემი სიმწარე.
აბა ჰე და აბა ჰოო, ბედნიერად. :))

28.12.11

გილოცავთ ახალ წელს

მართალია ცოტა ადრეა, მაგრამ ვიცი, რომ მე კიდევ დიდი ხანი ახალ პოსტს არ დავწერ, ამიტომაც გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ჩემი მომავალი წლის გეგმები:
- დავპოსტო უფრო ხშირად;
- გავაჩინო ლაზარე და გაგაცნოთ;
- ევროტური ზაფხულში;
- გრინ კარტა ავიღო.

ეხლა ცოტა მოგიყვეთ რას ვაკეთებდი 2011 წელში და როგორ მოვხვდი საქართველოში.

2011-ის ზაფხულში მე და ტრენდონმა გადავწყვიტეთ, რომ მინესოტაში ცხოვრება არ გვინდოდა და 1 კვირაში უკვე მანქანაში ვისხედით ბარგჩალაგებულები და $200-ით ჯიბეში, ნიუ იორკის გზას დავადექით. 2 დღეში ჩავედით, დიდი მადლობა გადავუხადეთ ტინკერ ბელს (ჩვენს ფორდ ესკორტს) და ნება მივეცით, სამუდამოდ გაფუჭებულიყო, თუმცა მან ეს არ მოინდომა და 1 თვე კიდევ გვემსახურა, სანამ ქარიშხალმა "აირინმა" არ იმსხვერპლა.
ეს მისი ბოლო სურათია, როცა მიჰყავდათ :(

ნიუ იორკში ცხოვრების 4 თვეში ისეთი არაფერი მოხდა. ჯერ 10 დღე ბრონქსში ვცხოვრობდით, რომელიც არის საშინელი უბანი. თუ კანის ფერი ღია გაქვს, ბრონქსში მარტო არ იაროთ! მერე გადავცხოვრდით შედარებით უკეთეს ადგილას ქუინსში, კენედის აეროპორტთან ახლოს, საოჯახო სასტუმროში.

ნოემბრისკენ უკვე საქართველოში ჩამოვედით. ყველაზე იაფიანი ბილეთები აეროსვიტის ავიახაზებს ჰქონდათ და მაგით წამოვედით. იყო საშინელება!!! თვითმფრინავი მოუხერხებელი, ტელევიზორის მსგავსი არაფერი და ბარგის დასადები ადგილები სულ დაკავებულები, ამიტომაც ყველაფერი ფეხებში ან საკუთარ სკამებზე გველაგა. უფრო საშინელებას ხდიდა 1 წლისა და რამდენიმე თვის ლუკას გაჩერება. მთელი თვითმფრინავი ან ჩვენ გვაგინებდა, ან რჩევებს და სათამაშოებს გვაძლევდა, მაგრამ არაფერმა გვიშველა. ლუკა მხოლოდ მაშინ მორჩა ტირილს, როცა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაშვება დაიწყო და დაეძინა.

ჰოდა ჩამოვედით საქართველოში უკვე 1,5 თვეა და ვცხოვრობთ ტკბილად :)) ლუკა საბავშვო ბაგაში დადის საღამოს 5 საათამდე და ყველანი ვნატრობთ ხოლმე, რომ უფრო დიდხანს დაიტოვონ ხოლმე. როცა ლუკა სახლშია, ერთი ადამიანი სულ თან უნდა დასდევდეს, თორემ 1 წუთში 1 რამის გაფუჭება-გატეხვას ასწრებს ხოლმე.

ტრენდონმა ბლოგერობა დაიწყო და ძალიან ცდილობს მალე პოპულარული გახდეს. mrblueglance.blogspot.com აი ლინკი და შეუფასეთ.
მე კიდევ თებერვალში მეორე ბიჭს - ლაზარეს ველოდები. შესაბამისად, უძილო ღამეებს და სახლიდან ვეღარ გასვლებსაც.
მე და ტრენდონმა ფულის შენახვა დავიწყეთ საზაფხულო ევრო ტურისათვის, იმედია გამოგვივა.

აჰა, მგონი მოკლედ მოვყევი ყველაფერი, რაც მინდოდა. ახალ ამბებს კი თანდათანობით მოგახსენებთ ხოლმე. :))

6.12.11

პატარა მარიამი

ეს პოსტი მინდა მარიკოს დაბადებაზე დავწერო, უკვე ბევრჯერ მოვყევი, მაგრამ არ მომბეზრდება კიდევ რომ გავიხსენო. ძალიან მწყდება გული ხშირად რომ აღარ ვწერთ, ქეთის თქმისა არ იყოს, ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ და ძველ დროს ვიხსენებ მსიამოვნებს და ახლა ამ ყველაზე ლამაზი წუთების დავიწყება იქნება?! სანამ სძინავს მარიკოს იმედია მოვასწრებ... არაა, უკვე ჭრიალებს, მაგრამ არაუშავს მაგას თავის ადგილს მივუჩენ და მე ცალი ხელით დავწერ. აჰა, ესეც ასე...

ისეთი უსუსური და პაწიაა, თავი ბოლო რამდენიმე "საქმის" გაკეთება შეუძლია: 1.ჭამა, 2. მოსაქმება, 3. ტირილი, (სიცილი) და 4. ძილი.



რაც შეეხება ჭამას - ეს ხელობა იმდენად კარგად გამოსდის, რომ ჩემს პატარას ცუდმა ლია ბებიამ წურბელა შეარქვა. რომ ტირის ხოლმე მომიყვანს ამ სიტყვებით: "აჰა მიიწურბელე" და ესეც თავისი საქმის დაწყებისთანავე წამიერად ჩუმდება. მამაჩემი მეუბნება მიიკერე ეგ ბავშვი და ისე იარეო:)

საფენს როცა ვუცვლი მაშინ ახსენდება რისთვის უკეთია ეგ მოწყობილობა და გაწბილებულს არ მტოვებს უსაჩუქროდ:)

ტირილით ცოტას ტირის, მარტო მაშინ, როცა თავის წილ საკვებს არ მიიღებს, შეჭამს თუ არა მაშინვე ღიმილზე გადადის, რამდენჯერმე ხმამაღკაც კი გაიცინა:))) შემდეგ დანაყრებულზე გემრიელად იძინებს ქალბატონი მარიამი.

სხვა საინტერესო რა დავწერო 19 დღის ბავშვზე, მართლაც ამის მეტი არაფერი გაეგება შტერუკას.

საინტერესო ისაა რასაც ახლა მოვყვები. მოკლედ, ბავშვს ველოდებოდი ჩემი ჭკუით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში. მოგეხსენებათ ახალციხეში ვარ ეს ბოლო ხანია, ხოდა ნოემბერი რომ დადგა, მე და დათომ გადავწყვიტეთ, თბილისში ჩავსულიყავით, რომ მოგვეგვარებინა რაღაც-რაღაც საკითხები. მაგალითად, ჯერ გაგვერკვია, რომელ სამშობაიროს აზღვევს ალდაგი, ანუ სად უნდა მემშობიარა, შემდეგ მენახა ექიმი, მივსულიყავი ვიზიტზე, დავლაპარაკებოდი ვინ ვარ, რა მინდა და ა.შ.

მოკლედ ისე მოხდა, რომ თბილისში ჩავედით 14 ნოემბერს. წინა ღამით სულ ძალა-ძალით ჩამალაგებინეს სამშობიაროს ჩანთა, ტანსაცმელები და სხვა ნივთები, რაც უნდა წამეღო თან. მე იმდენად არ ველოდებოდი ჯერ არაფერს, რომ ძალიან უგულოდ ჩავალაგე, ჯერ რა დროსია მეთქი და ნახევარი ნივთები არც ჩამიდია. ეს "ჩალაგებული" ჩანთა ახალციხეში დავტოვე ჩემების იმედად, ისინი ჩამომიტანდნენ როცა ვიმშობიარებდი.

თბილისში გავარკვიეთ, რომ ალდაგის პროვაიდერი გაგუას კლინიკაც ყოფილა, ამოვირჩიეთ ეს კლინიკა და წავედით ბატონ დავითთან ვიზიტზე, აღმოჩნდა რომ თავისუფალი მაინცდამაინც 17 ნოემბერს და მაინცდამაინც 2 საათზე იყო ჩვენი ბატონი დავითი. კი ბატონო, ისევ მივედით 17 ნოემბერს 2 საათზე მე და დათო ბატონ დავითთან და ზუსტად ასეთი რამე მოხდა: მივედი მანქანით, სადაც საჭესთან მე ვიჯექი, ავედი კლინიკაში წყნარად, ასევე წყნარად ველოდე ჩემს რიგს, მშვიდად შევედი ბატონ დავითთან და ცოტა ხანში, სადღაც 2 საათში მეორე კარიდან გამოგვაგორეს საკაცით ორნი - მე და ჩემი მარიამი.



აი მე უნდა ვთქვა ბავშვი გავაჩინე მეთქი, არც მიწვალია ისე მოხდა ყველაფერი. დასალაპარაკებლად შესულს მეუბნებიან რომ ერთ ან მაქსიმუმ ორ საათში ბავშვი მეყოლებოდა. გამოიცვალე და მოემზადეო, რა ჩავიცვა მეთქი ვეკითხები, ის მქონდა რაც ტანზე მეცვა, მეტი არაფერი. ის ქალები, ვინც თავის მშობიარობას ელოდნენ გაოცებული თვალებით მიყურებდნენ ბავშვით რომ დამინახეს ახალი მისული. შოკი იყო მოკლედ ეგ დღე, სად ვიყავი, რა მინდოდა... სანამ ვიმშობიარებდი, უფრო სწორად, სანამ გავიგებდი, რომ თურმე 1 საათში უკვე უნდა მემშობიარა, იქ მშობიარე ქალებს ვუყურებდი და ვიცინოდი, რანაირად დადიან საცოდავები მეთქი, ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ალბათ ჩემს სიარულზე სხვა იცინოდა.

ხო, კიდევ ერთი სიურპრიზი მოხდა. მარიკუნა მთელი 9 თვე ბიჭი გვეგონა და ხან დემეტრე დავარქვით ხან გიორგი... მარიკო რომ დაიბადა და ექიმმა თქვა გოგოაო, დათო შეეწინაღმდეგა, რა გოგო, ბიჭიაო, ექიმი გაგიჟდა, ვერ არიანო და ორივეს სათითაოდ გვანახა, ნახეთ რომ გოგოაო, მერე არ თქვათ ბავშვი გაგვიცვალეთო. ასე შეგვრჩა პატარა პრინცესა:)



იმ დღის მერე 22 ღამეა არ მიძინია, მაგრამ მაინც უზომოდ, უზომოდ ბედნიერი ვარ...

26.11.11

ქეთიკონა მოვიდაააა

როგორ ხართ როგოროო?! მომნატრებიხართ ხომ იცით.
მე როგორ ვარ?! მშვენივრად. რა მომკლავს. საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე. სამხრეთ გერმანიიდან დასავლეთ გერმანიაში გადავბარგდი. დიდ ქალაქში ცხოვრება მომდომებია ქალბატონს.
როგორ ვცხოვრობ?! მშვენივრად, რა მიჭირს. კარადაში ჯდომას და იქ ჭამას ვერ გადავეჩვიე ჯერ კიდევ.
ახალ ბინაში ჩემს დაქალთან ანასთან ერთად ვცხოვრობ. საყვარელი ადამიანის გვერდით ცხოვრებას რა ჯობია!
იმის ხათრით რომ იღვიძებ დილით სიხარულით, რომ თავი გადაყო იმის საწოლისკენ და თბილი სიტყვები მოისმინო. ღამე ტკბილად რომ ჩაუგორდები საწოლში და სანამ წივილ-კივილზე არ გადავა, მისი საწოლი რომ დატოვო და ძილი დააცადო, მაგამდე მყუდროდ რომ ხარ მოწყობილი. კიდევ იმას რა ჯობია, თავს რომ მოისაწყლებ, საწყალი ხმით და თვალებით რომ ახედავ და გული რომ ვერ გაუძლებს და დიდი სიყვარულის მეტყველი სახით რომ გასწევს სამზარეულოში დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუზარებლად რამე საკვების ოთახში შემოსატანად.
კარგია კარგი ეს ყველაფერი. დამიჯერეთ!
გერმანელები ვერ წვდებიან და ვერ ხვდებიან რა ხდება ჩვენს შორის. კოლნში რომ ჩამოვედი, ცოლ-ქმარმა, ვის სახლშიც მე და ანა ვცხოვრობთ, დამპატიჟეს კაფეში. შუა საუბარში მითხრეს,თურმე ჩამოსვლამდე ანას უთქვამს მათთვის ქეთი მჯობია ყველაფერში, ის ჩემზე უკეთესიაო. მეც გავიკვირვე, მართლა ესე თქვა თქო?! ჰოდა მოუტყუებიხართ, ანასთან მე სად მივალ, გაცილებით უკეთესია ჩემზე თქო. გაკვირვებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს.
ანა უკვე სტუდენტია, სადაც სწავლობს მეც მაგ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება. იმ დღეს ლექციაზე გავყევი და შემთხვევით იურიდიულ განყოფილებაში შემეხედა. ეჰ.. კაი იყო.
იმ დღეს შინის კონცერტზე ვიყავით, დარბაზში 400-მდე ქართველი იყო. ამდენი ქართველი არ მენახა ერთად რაც გერმანიაში ვარ.
ჰო, მართლა თქვენ ალბათ არ იცით ჩემს საყვარელ ერზე - გერმანელებზე წარმოდგენა რომ შემეცვალა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი საყვარლები აღარ არიან.
დავამთავრებ მაგისტრატურას და ჩამოვალ. ესენი ქართველის გვერდით ცხოვრების ღირსები არ არიან. განა რამეზე გაბრაზებული ვარ. ასე ვფიქრობ უბრალოდ. ეს დამანახეს ამ ხნის მანძილზე. კანონი უბრძანებს რომ გაიღიმონ და თავაზიანები იყვნენ და არიან. რა წუთშიც შესაძლებლობა ექნებათ გადახვევის, არ აგვიანებენ. ყველაფერი გაწერილი აქვთ და იმით ხელმძღვანელობენ. არ მინდა ყველაზე ვისაუბრო და ხაზი გავუსვა და წერილი დავუსვა. შეიძლება ყველა არაა ესე, მაგრამ ამ ხნის მანძლზე ვისთანაც შეხება მქონია ეს დამანახეს. ვწუხვარ, მაგრამ აღარ ვაფანატებ ამათზე. :D:D:D:D:D:D:D სააააააააამაგიეროოოოდ ჩემი ერი შემიყვარდა და დავაფასე მეტად, ვიდრე აქამდე.
ეს ესეც უნდა ყოფილიყო. შეიძლება გიყვარდეს სხვა ქვეყანაც და ერიც, ვინ გიშლის ბატონო, მაგრამ არ უნდა გაფანატებდეს ბრმად!! ესეც ესეეე.
ჰო, ჩემი გვანციკო დედა გახდა. დემეტრეს ნაცვლად,ჩვენდა გასაკვირად მარიამი დაიბადა.:))
ჩემი თათიკო ქმარ - შვილითურთ სამშობლოში იმყოფება. მეც ბოლო დღეები სულ ქართულ ფილმებს და სიმღერებს ვუსმენ და ყველგან ქართული ქუჩები და ხალხი მელანდება.
მიყვარხართ. ცხოვრება მშვენიერია..:)))

30.9.11

ქორწილი გერმანიაში

ძალიან საინტერესო და სახალისოა ქორწილები გერმანიაში. მართალია სუფთა სისხლის(რა ენაზე ვმეტყველებ, რატომ დედაჩემი არ მისმენს:D ) გერმანული ქორწილი არ იყო( ქართულ- გერმანული) მაგრამ წვეულება გერმანელების ორგანიზებით იყო,მხოლოდ პატარძლები იყვნენ ქართველები.
ეს ფოტო მგონი უადგილოა აქ, მაგრამ არაუშავს, იყოს. :D:D
წესია, დაქორწინების წინა ღამეს, პატარძალი და მისი გოგო მეგობრები ერთად მიდიან გასართობად, ნეფე და მისი ბიჭი მეგობრები ცალკე მიდიან. ჰოდა სადაც ხარ იქაური ქუდი უნდა გეხუროსო ვიღაც ჭკვიანს მოუგონებია და დავემორჩილეთ ამ წესს, თუმცა მაინც წავუქართულეთ, მთლა ისე არ გავრთობილვართ, როგორც გულისხმობდა ამ წესის მომგონებელი.
ჰო, სასაცილო რა იყო, მოსაწვევებით ეპატიჟებოდნენ სტუმრებს. ქართველ სტუმრებს რა თქმა უნდა ქართველი პატარძალი უწერდა ქართულად. ჰოდა მისმა ქმარმა ამ მოსაწვევს ხელ მარცხნივ მიუწერა მიხარიაო. რა იცოდა რა ეწერა შიგ. :))
ახლა სუფრააა...
სუფრის წესი ყველაზე მეტად მომეწონა.იყო ძალიან ლამაზად გაფორმებული, სახელები იდო ვინ სად უნდა მჯდარიყო. საჭმელები გვერდზე ოთახში იყო და რამდენიც გაგიხარდებოდა და რაც გაგიხარდებოდა იმას მოიტანდი სადაც იჯექი, უკვე დაგემოვნებულ, დაცარიელებულ თეფშს მომსახურე პერსონალი გიცვლიდა, სასმელიც უნდა შეგეკვეთა.
ერთი ის აქვთ უჩვეულო, რომ სადღეგრძელოს საერთოდ არ სვამენ, ყოველ შემთხვევაში ამ ორ ქორწილში გერმანელის ხელში მე ჭიქა არ დამინახავს და არც დალოცვის მსგავსი სიტყვა არ გამიგონია. დალევით ზომაზე სვამენ, ჩხუბი და აყალ-მაყალი,( ქართული ვარიანტი) ამაზე საუბარი ზედმეტია.
წვნიანით იხსნება წვეულება, ბორშის მაგვარი გემო ჰქონდა სიმართლე გითხრათ. გემრიელი კი იყო.
ერთი საშინელი ჩვევა - ქორწილში მოდიან ძაღლებით.(ცხოველებით ანუ.ვინანე რატომ ჩემი 4 ზღვის გოჭი არ წამოვიყვანე, როგორ გაერთობოდნენ მეთქი :D:D:D) ორივე რესტორანს ჰქონდა ძაღლისთვის განკუთვნილი ჯამი წყლისთვის და საჭმლისთვის. მიღებულია სრულებით. აგრეთვე იყვნენ სტუმრები თვეების ბავშვებითურთ, სპეციალური სკამი იდგა ჩვეულებრივ სკამებთან ერთად და საჭმელიც შეგეძლო ბავშვის შეგეკვეთა. ბოლომდე იყვნენ სუფრასთან ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ძაღლები და თვეების ბავშვები. საკმაოდ ვაჟკაცურად.ჰოო, სუნი თავისთავად იდგა ძაღლის, თუმცა ვერ გეტყვით მადა ჰქონდათ დაკარგული ამის გამო თქო.
ორიდან ერთი ქორწილი, ქართული უფრო იყო ვიდრე გერმანული. თითქმის ჩვენ მიგვყავდა. 8 ქართველი ვიყავით, მაგრამ მაინც ვაჯობეთ გერმანელებს.
იყო ქართული სადღეგრძელოები, ქართული ცეკვები, ქართული სიმღერები გიტარაზე შესრულებული. თქვენ გიჩვენებთ სეირსო და ბოლოს მიგვაჩმორა სიძემ. :D:D:D
ეს ხუმრობით. გერმანელია, მაგრამ ქართული თვისებები უფრო მეტი აქვს.
ნაციონალური არაფერი უცეკვიათ ისე გერმანელებს, არც ერთ ქორწილში.
თვითონ ამბობს ჩემი ქალიშვილები არიანო ჩვენზე. ისე, მამასავით მზრუნველი კი არის მართლა. ჰოდა ესეე, მამაც შევიძინე გერმანიაში :))