- გამარჯობათ, დღეს რა ვჭამოთ? - ესე უნდა წარმედგინა წესით ჩემი თავი, მაგრამ იქ უცხო ხალხიც იყო, რომლებიც ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ჩემი ბლოგის სახელია.
მოკლედ დავწერ: შეხვედრა კარგი იყო. სასიამოვნო ატმოსფერო, სასიამოვნო ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციისთვის მოვემზადე, წიგნიც გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან: Presentations Plus (ეხლა დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ ელექტრონული ვერსიაცაა), გადავწყვიტე პრეზენტაცია არ ჩამეტარებინა, რის გამოც როკომ კომპლექსიანი ბლოგერი მიწოდა. მე უბრალოდ არ მივიჩნიე ჩემი პრეზენტაცია საინტერესოდ იმ აუდიტორიის წინაშე. მათ ეს ყველაფერი უკვე იციან.
სამაგიეროდ მარიმ ისაუბრა ბევრი ფასიან და უფასო ჰოსტინგებზე, მერე random საუბრები, საინტერესო თემები, პიკოს მოსვლა და დრო ამოიწურა. :D ერთი სახალისო დავალება მოგვცა დოდკამ, რომელსაც შემდეგ პოსტში დავწერ.
შემდეგ გავედით პიცის საჭმელად. ველოდეთ ბეევრი საათი, ვისაუბრეთ, ვილაპარაკეთ, ვიაბშენიეთ, ვიდისკუსიეთ, მარის სიმღერას ვუსმინეთ და ვუგულშემატკივრეთ (სწორია?).
ძალიან მაგარი იყო, შეხვედრაც და პიცის ლოდინიც (აბა ჭამას 2 წუთში ვახერხებდით. მთავარი დრო ლოდინს მიჰქონდა). რაც მთავარია, რესტორანში ხინკლაობას ესე შეხვედრა ჯობია. ნელ-ნელა უფრო დაიხვეწება ალბათ და საინტერესო გახდება. თან იქ კარგი იდეები შემოაგდეს და მოკლედ, წინსვლებს ველოდებით :)))



5 კომენტარი:
yooooooooo!!!!
მაინც ხომ მოვედი ;)
2 წუთით ადრე დამთავრებამდე, მარა მაინც
ხო და სხვადასხვა საჭირბოროტო თემაც წამოვწიეთ, რომელსაც მომავალში დავხვეწავთ და განვახორციელებთ!!! :)
kx kx kx maicat davwero mec kempze :D
პიკო - ჰო, მერე მაინც ხო იყავი. :)
კვაჭა - მაგას ველოდები. ჩალიჩობ რამეს?
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))