8.5.09

გრძელი პოსტი უცნობ მამრებზე

ისტორია #1

ველოდები ჩემ ანგარიშზე ფულის ჩარიცხვას. ვზივარ რაღაცის კიბეებზე.
მოდის ერთი ბიჭი:

- შემთხვევით ეკა ხომ არ ხარ?
- არა!

2 წუთიანი პაუზა
ჩაიკუზა.

- აბა, რა გქვია?
- თათია.
- აა, ჩემ ნათესავს ველოდები, ეკას, რომელიც 8 წელია არ მინახავს და არც მახსოვს როგორ გამოიყურება. ვიფიქრე შენ ხომ არ ხარ-მეთქი.
- აა - (ღიმილი).

0.5 წუთი

- 8 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ.
- ..
- ფეხბურთელი ვარ
- ..
- იტალიაში ვცხოვრობ. 1 თვით ვარ ჩამოსული
- (ზრდილობიანი ღიმილი)
- აი, ესპანეთთან თამაშს თუ უყურებდი...
- არაა, ფეხბურთის აზრზე არა ვარ.

1 წუთი

- შეიძლება ერთმანეთი გავიცნოთ?
- (სიცილი)
- მე კახა/კობა მქვია (არ მახსოვს).
- ..
- თავისუფალი დრო გაქვს? არ გინდა გავისეირნოთ?
- არაა, ფულის ჩარიცხვას ველოდები და მერე მაღაზიაში უნდა წავიდე.

მერე გამოირკვა, რომ ეკას კი არა, თავის ძმაკაცს ელოდებოდა, რომ იტალიაში იმ ძმაკაცის სახელით იყო წასული, რომ ერთმანეთს ძალიან გავნან და იმის მაგივრად თამაშობს ფეხბურთს.
ნუ, ყველაფერი არ მჯერა აქედან :P

მერე რა თქმა უნდა ნომერი მთხოვა.
მეც რა თქმა უნდა არ მივეცი. შევხვდეთ ხოლმეო.

- იცი, არავის ვეძებ ესე შეხვედრებისთვის
- რა??
- აი, ესე გაცნობები არ მიყვარს

ნუ, იმდენი მელაპარაკა, რომ ვიფიქრე skype name-ის თქმით მომშორდებოდა.
- ბლექგლანს
- ჰოო, დავიმახსოვრებ. წერტილი ხომ არაა შუაში?
- არა, უბრალოდ ბლექგლანს

ის რა თქმა უნდა სკაიპშიც ვერ მომაგნებს.


ისტორია #2

გოგოები ვზივართ ბაღში. ვუყურებთ "შეყვარებულ" წყვილებს ჩვენს გარშემო და ვჭორავთ :P
ჩვენთან ახლოს ერთი კაცი სიგარეტს ეწევა და ცდილობს როგორმე გამოგველაპარაკოს.

მოახერხა:
- სკოლის მოსწავლეები ხართ?
- არა, უნივერსიტეტში ვსწავლობთ
- ჰოო. პატარები მეგონეთ
- (ზრდილობიანი ღიმილი)

- როცა მე გოგოსთან ერთად პარკში ვსეირნობ, მხოლოდ ვსეირნობ ხოლმე. რა არის ეს თაობა. არაფრის არ ცხვენიათ. შეყვარებულობა პარკში კოცნით და მოფერებით არ გამოიხატება
- მე მგონია, რომ აქედან არცერთი არაა შეყვარებული წყვილი! - მე

გოგოებმა კითხვისნიშნებიანი თვალებით გადმომხედეს.

- ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ - მხარი ამიბა იმ კაცმა და გვერდზე მომიჯდა :D

შემდეგ გავმართეთ გრძეეელი დიალოგი სიყვარულზე, შეყვარებულებზე, სწავლაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და ხელოვნებაზე.
ის კაცი გავაგიჟე პასუხი და ჩემი მოსაზრება ყველა თემაზე რომ მქონდა.
მერე იფიქრა, რომ როგორც ბავშვი, ისე არ უნდა ელაპარაკა ჩემთან და სერიოზულ დიალოგში გადავედით.

მიშას ლანძღვის მერე ვანოზე გადავიდა და აი აქ უკვე დავიღალე:
- იცი, ვანო ჩემი ნათესავია.
- ?????????
- ჰო - (ზრდილობიანი ღიმილი)

და დაიწყო:
- ისე, რაც გაუკეთებია ვერ დავუკარგავთ. რამდენი რამე გაგვიკეთა... და ჩამოთვლა დაიწყო.
გოგოები გვისმენენ და ჩუმად ფხუკუნებენ.

მეგონა ნორმალური კაცი იყო. მეგონა, რომ ისეთ იშვიათ გამონაკლისებს მიეკუთვნებოდა, რომლებთან უბრალოდ ლაპარაკი შეიძლებოდა, მაგრამ...
- ყავაზე ხომ არ დაგპატიჟო? - მარტო ჩემი მისამართით თქვა.
- არა, გმადლობ!
- ტელეფონის ნომერი რომ მომცე თუ შეიძლება?
- (სიცილი) - იცი, არ მიყვარს ესე გაცნობები.
- ეე. მომეწონე, კარგად აზროვნებ.
- (ზრდილობიანი ღიმილი)

აღარ მახსოვს როგორ დამთავრდა ჩვენი საუბარი.


ისტორია #3

ვზივარ მარტო მანქანაში, გადაყუდებული ვარ ღია ფანჯრიდან და ველოდები მამას. ქუჩაზე საცობია და ჩემს გვერდით მანქანები ნელა დადიან.
მე ვუყურებ მანქანებს, მძღოლებს და "შევისწავლი" მათ.

უცებ ერთი მანქანა ჩემ გვერდით აღმოჩნდა ისე, რომ მძღოლი ძალიან ახლოს იყო ჩემთან. უკან ორი მაძებარი ძაღლი ჰყავდა და მათ ვუყურებდი.

- (წინადადება, რომელიც ვერ გავიგე) - მძღოლი
- ??? - მე
- მოიცა
- ???

აიღო შოკოლადი და გადმომიწოდა.
- (ღიმილი) არ მინდა, გმადლობთ!
- აიღე, აიღე.
მანქანის წინ ცარიელი სივრცე გაიზარდა და უკანა მანქანებმა პიპინი დაუწყეს.

შოკოლადი გამოვართვი, გავუღიმე და მადლობა გადავუხადე.


პირველი და მეორე ისტორია დღევანდელი თარიღითაა. ესეთები თითქმის ყოველ დღე ხდება ჩემთან, მაგრამ აი მესამე კაცმა წარმოდგენა შემიცვალა უცნობ ქართველ კაცებზე. ერთადერთი იყო, რომელმაც ტელეფონის ნომერი არ მომთხოვა და უბრალოდ მასიამოვნა. დაახლოებით 1 კვირის წინ იყო, მაგრამ ისე მესიამოვნა, რომ კარგად მახსოვს. პოზიტიურად განმაწყო.

ნუ ჰო, რა მოხდა მერე. ტელეფონის ნომერი მთხოვეს. აბა როგორ გაიცნონ გოგო, როცა სამეგობროში არავინაა, ქორწილებზე არ ეპატიჟებიან და ინტერნეტი არ იციან რა არის? უბრალოდ უარის შემდეგ ეგრევე გვბლოკავენ.

რა მოხდებოდა, რომ კაცებს უბრალოდ საუბარი და მეგობრობა შეეძლოთ ჩვენთან?
მე არ ვეძებ მეგობრებს, უბრალოდ ძალიან მაწუხებს ეს.

:უსერ:

13 კომენტარი:

deka136 said...

miuxedavad imisa, rom bichi var
ucnob kacebtan dakavshirebit bevrad ufro saintereso istoriebi gadamxdenia :S

Sweet Baby Girl said...

=))

:D

ჩორვენი¹³ said...

ai vegar vsuntqav imena sad azrob am ambebs da shemtxvevebs ra fexze dgebi yovel dilit
vaimeeh zaan magariaa
=)) =)) =))

გურამი said...

როგორი ნაცნობი სიტუაციაა. :( სკაიტის კოდი მომეცი, გავისაუბროთ ამაზე, დსმა. :D :D

Rocko said...

"იცი, არ მიყვარს ასე გაცნობები..."

აბა როგორ გიყვარს? :D მაინცდამაინც ტრადიციულად, ქორწილში? თუ ჩერეზ ნათესავებით გარიგება? თუ სკაიპში ან ბლოგერთა სხოდკაზე? :D

არც თქვენ ხართ ანგელოზები რა :P

bigcrow said...

ბლოგერთა სხოდკა =] გჰ გჰ...

iasamani said...

მდეჰ
მე ეგრევე ვაიგნორებ )))
უკეთესი გამოსავალი ჯერ არ მიპოვია

Riddle said...

შოკოლადი :)

ორიოდ წლის წინ ქიაჩელის ბოლოში (თუ თავში) საახალწლოდ ვიქედი, რაღაცეებს ვიღებდი მეგობრისთვის, ჩამოიარა ხალხით გადაძეძგილმა მანქანამ, ჩემს წინ გაჩერდა, მძღოლმა ყვითელი ბუშტი მომაწოდა და გზა განაგრძო. მივიტანე ბუშტი სახლში რუდუნებით, იმ საღამოსვე გავედი სხვაგან, დავბრუნდი და გახეთქილი დამხვდა :| (ვანდალები! ბუშტის მკვლელები!)

თათიკო said...

თათიი.ნუ შეგიცვალა მესამე ისტორიის გმირმა შთაბეჭდილება უცნობ ქართველ მამაკაცებზე. მანქანებს რომ პიპინი არ დაეწყოთ და გზა არ ჩაეკეტა. პარკში მერხზე შემომჯდარს რომ შეგხვედროდა რა იცი რომ ეს ისტორიაც პირველ ორს არ დაემსგავსებოდა. სამყაროს მეორე ნახევარი ერთ ყალიბშია ჩამოსხმული.ასე რომ ძალიან ნუ დაიმედდები ;-)

თათია said...

@Rocko - არა როკო, არც ქორწილებში, არც სკაიპში არ მიყვარს. და ამათ და ქუჩაში გაცნობის გარდა კიდევ ბევრი ხერხია.

@თათიკო - ეეეეი. რატომ ამბობ ეგრე? :-/ მე კიდევ მგონია, რომ განსხვავებულებიც არსებობენ ;)

თათიკო said...

ნწუ არ არსებობენ :*

Sophie Golden said...

მეც მაგ იმედით ვარ, რომ განსხვავებულები არსებობენ :|
[skype rocks] ;)

tornike said...

"სამყაროს მეორე ნახევარი ერთ ყალიბშია ჩამოსხმული"

ზუსტად იმდენად, რამდენადაც პირველი ნახევარი :) ორივე ნახევრის წარმომადგენლებში საკმარისადაა ხალხი, ვისი ყალიბებიც არ ემთხვევა ერთმანეთს.

:) ;) :D :p :( :* ;)) ;;) :(( :X =(( :-o :-/ :| 8-} :)] ~x( :-t b-( :-L x( =))

Post a Comment

აბა რას ფიქრობთ? :))