9.5.09

”ბოროტი” მულტფილმები

ყველა ბავშვი არის უბიწო, უცოდველი და რა თქმა უნდა, უყვარს მულტფილმები, მაგრამ ჩემამდე არ დადის, რატომ იღებენ ბოროტ მულტფილმებს. აი მაგალითად, ტომი-ჯერი მშვენიერი მულტფილმია, სახალისო, სასაცილო და ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებდი, ვგიჟდებოდი მაგ მულტფილმზე, კიიდო, მაგალითად ”კატა და ლომი”, ან ”მშიშარა თაგვი” და სხვებიც ბევრია, რომელიც არ შეიძლება ჩავთვალო ბოროტ მულტფილმებში.
მაგრამ აი მაგალითად, ”გუდა-გუდა”, მიყვარდა უზომოდ მაგრამ, რომ მახსენდება ყოველი მაგ მულტფილმის დასასრულს როგორ ვნერვიულობდი, ვგიჟდები. ყოველი ყურების დროს იმედს არ ვკარგავდი, რომ ბოლომდე არ დადნებოდა ეს გუნდა და სუნთქვაშეკრული ველოდებოდი დასასრულს. ნერვები გამიფუჭეს... აგერ, და უყურეთ:
video

კიდევ იყო ”ჩხიკვთა ქორწილი”, სადაც კვდება ”დიდი მუხრანი” და ჭყავიან რაღაც სასწაულად საშინელი ხმებით, ისე უზომოდ ვითრგუნებოდი, ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა.

ხოო, იმ დღეს ქეთევანმა და თათიამ დასცხეს ერთმანეთს, რა თქმა უნდა, უმიზეზოდ და უაზროდ (ჩვენი ცხოვრების შესაბამისად).

















დღეს ქეთევანმა ადრე გაიღვიძა და ყვირილით უნდოდა ჩვენი გაღვიძებაც - ”ააბა, ბავშვებოოო, ააადექიით!!!” მე და თათიამ ისეთი შევუბღვირეთ, ისიც გაგვებუსხა, მაშინვე ჩაიცვა ტანსაცმელი და ”სასეირნოდ” წავიდა და როგორც ყოველთვის, დღესაც ”შემოეყიდა” ერთი კაბა... იმის მერე ცუდ ხასიათზე ვარ:-|

ხო, გუშინ ერთი სასიამოვნო სტუმარი გვყავდა - პიკოლინა, მართალია მე დავიგვიანე სახლში მისვლა, მაგრამ მაინც კარგად გავერთეთ:))))))

3 კომენტარი:

eka said...

auu. mag multfilmze mec dzalian vnerviulobdi xolme.
bavshvoba gamaxsenda :((

გურამი said...

დიდი მუხრანი მოჰკლეს! ყვაააა!
-ის იყო პირველი პირველთა შორის, ბრძენი მრჩეველი.. :D და რომ გაცოცხლედება და თითს რომ აწევს, რა მაგარი ვყოფილვარო.
არა, საბჭოთა მულტფილმები ძირითადად კარგი იყო. იქ არ იყო სისხლები, უაზრო ომები და მაიმუნობები. იყო ბედნიერებაზე და კეთილ დასასრულზე. იგივე თოვლის გუნდა. ძალიან გულში ჩამწვდომი მუსიკით სულ ცრემლებს იწვევდა ჩემში, მაგრამ ბოლოს წვიმა რომ მოდიოდა.. :)

Sophie Golden said...

უნდა "გაგანდო", რომ ბავშვები სულაც არ არიან უბიწოები და ზოგჯერ ძალიანაც ბიწიერი აზრები მოსდით თავში; ეს მე არ მომიგონია, თვითონ დიდმა ფროიდმა დაამტკიცა. უბრალოდ, ბავშვებს ზოგჯერ კარგად გამოსდით უფროსების მანიპულირება, ეგ ერთი.
მეორე - მულტფილმებს რაც შეეხება, ტომი და ჯერი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და უკვე დიდობაში გავიგე, რომ თურმე ძალადობრივი და აგრესიული ყოფილა :| აი, ქართული მულტფილმები არასოდეს მომწონდა. დიდი მუხრანი მოკლესო და გული მისკდება, ცოცხალია "კაცი" და ასაფლავებენ-მეთქი, მოდი და ახლა გაიგე, რომელი უფრო "ძალადობას" შეიცავს, ჯერი რომ ტაფას ურტყამს ტომს თუ ქართველები დიად მუხრანს ცოცხლად მარხავენ ;) ისე, დღეს მეზიზღება მულტფილმები და ჩემს შვილს ვუდი ალენის ფილმზებზე უფრო გავზრდი :ლოლ:

:) ;) :D :p :( :* ;)) ;;) :(( :X =(( :-o :-/ :| 8-} :)] ~x( :-t b-( :-L x( =))

Post a Comment

აბა რას ფიქრობთ? :))