ჰოდა გადავწყვიტე, რომ სწორედ ხვალინდელი დღე იქნება ამის დასაწყისი.
1 კვირა აღარ მივეკარები კომპიუტერს!
არ გჯერათ?
მე მაგარი ვარ! მე დიდი ნებისყოფა მაქვს! მე ბევრ საინტერესო საქმეს გავაკეთებ კომპიუტერის გარეშე!
აქამდე ბევრჯერ დავგუგლე ჩემი პრობლემის შესახებ. ბევრი რჩევაც წავიკითხე. like this and this. ვერცერთი ვერ დამეხმარა.
ხვალიდან ვიწყებ ”მკურნალობას”. ვიცი, რომ იზმენები დამეწყება. ვიცი, რომ აქეთ-იქიდან შემოვლას დავიწყებ. მაგრამ გადავიტან!
ერთადერთი ნათელი წერტილი - მეილებს მაინც შევამოწმებ, უნივერსიტეტში :P



14 კომენტარი:
თუ გინდა კაი სურვილზე დაგენიძლავები რომ 3 დღეც ვერ გაძლებ და აცქმუტებული მშიერი ძაღლივით მალევე მოვარდები კომპს. ნარკომანი ხარ და ნარკომანები ერთ კვირაში ვერ განიკურნებიან. ვოტ!!!
მე კი მინდა დაგამშვიდო. მეგონა ფორუმზე დამოკიდებული ვიყავი და ძალან შეშფოთებული ვიყავი ამით (აი, როგორც ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები). მაგრამ მოვიდა ომი და იძულებით 10 დღემდე კომპის გარეშე დავრჩი. მინდა გითხრა, ძალიან მშვენიერი დღეები იყო და არც გამხსენებია კომპი. ასე რომ, პატაპუტასი არ იყოს: "ყველაფერი გავლადია"
რომ მომენატრება ჩემი პატარა? ცოდო არ ვარ? :(
ras vfiqrob da cota warmoudgenlad mechveneba :-/ magram tu ginda martla gamogivides, kompi unda gadamalo, sxva gza araa ;)
COME ON! ერთი კვირა ძალიან ბევრია, ჯერ 1 დღით დაიწყე, მე მაგალითად პარასკევი საღამოდან შაბათ საღამომდე არ ვეკარები კომპიუტერს, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ვისვენებ და თავს ადამიანად ვგრძნობ ;)
ჰო ესე იგი ეხლა რა ხდება. თათი უნდა შემოგიერთდე.ბაიმე მთელი კვირა როგორ გავძლებ? :(( მაგრამ უნდა გავძლო. ნუ სამსახურში სულ კომპიუტერთან ვზივარ.ამიტომ იქ ამ პირობას ვერ შევასრულებ,მაგრამ არც სკყპეს ჩავრთავ და არც ოდნოებს ვოტ. ნუ მარტო მაილებს. აი სახლში ვსიო. :*
მზად ვარ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში დაგეხმარო, როგორც ჭეშმარიტი მეზობელი )))
და ისე გუდ ლაქ ;)
პირველ რიგში ჩემი აჟიტირებული სახე,რომ როგორც იქნა კომენტარის ველი გამოჩნდა ჩემს კომპიუტერში [ეს ისე,ჩემთვის ] :D
მეორე : ერთი კვირა გაფუჭებული მქონდა კომპი და მაგარ ეკლებზე ვიჯექი.. მაგრამ ის მეხმარებოდა,რომ ვიცოდი არაფერი მეშველებოდა. კიიდე მაგრამ : სადაც კომპს დავინახავდი ზედ ვაჯდებოდი. რამის მოსწავლესთან გაკვეთილები მეშლებოდა მაგის გამო..
აასე რომ ჩემი რჩევა იქნება თვითგვემის ამ უმაღლეს ზომას ნუ მიმართავ :უსერ:
espanetshi xart studentebo? :)
გამარჯობა!ბლოგერთა საზოგადოებაში და საერთოდ ვირტუალურ სამყაროში მყოფ ადამიანებისთვის ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია.ჩემი აზრით ცხოვრებაში არავისზე და არაფერზე არ უნდა იყო დამოკიდებული.მითუმეტეს უსულო''კომპიუტერზე'',რომელიც ადამიანების დროსა და ენერგიას ''შთანთქავს.ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი პერიოდები,როცა დღედაღამე კოპიუტერთან ვიჯექი.ეხლაც 3 თვე არ მქონდა ინტერნეტი და კოპიუტერი.ისე ვიყავი სხვა საქმეებით დაკავებული,რომ არც გამხსენებია.ამიტომ მთავარი მონდომებაა.როცა ადამიანი სხვა საქმით ხარ დაკავებული(საქმე,რომელსაც დიდი სიამოვნებით აკეთებ)მაშინ კომპიუტერი უკანა პლანზე იწევს.
ee
მერე ბლოგს რა ეშველება? :(
P.S. ავტორი რომ პოსტის დასაწყისში ჩანდეს არ გამოვა? :))) ყოველ შემოსვლაზე ახალ პოსტს ვსქროლავ რო გავიგო რომელი თქვენგანის დაწერილია და მერე იმის მიხედვით წავიკითხო :D
ალოოო! არ გავიდა 1 კვირა კაცო?
sweet: ახლა მაგაზე ვფიქრობთ და ალბათ ცოტა ხანში გააკეთებს თათია :)
სვითი - ლეიაუთში ჩავასწორე, რომ ზევით იყოს ავტორი, მაგრამ არ ჩანს. რამეს მოვუხერხებ
პიკო - მადლობ გამხნევებისათვის :)
სოფი - ხო ხედავ, 5 დღე მაინც გავძელი
გურამი - ნუ, მთლად 1 კვირა არ გავიდა. ვერ გავქაჩე, მაგრამ 1 სამუშაო კვირა გავიდა და დავბრუნდი როგორც ხედავ :))
Anonymous - არა, თბილისში ვცხოვრობთ.
ეკა - ხო ხედავ, წარმოუდგენელი შეიძლება გეჩვენებოდეს, მაგრამ ყველაფერი შესრულებადია. კომპის გადამალვის გარეშე გავძელი.
მოკლედ, მაგარი ვააარ :))))
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))