16.5.09

დიეტის შემდეგ

დიეტაში იგულისხმება ინტერნეტ დიეტა, უფრო სწორედ საერთოდ, კომპიუტერ-დიეტა. როგორც იცით, კვირა დღეს გადავწყვიტე ამ დიეტის დაცვა.

დღე პირველი:
ავდექი მხნედ, ხალისიანად, კომპიუტერს შევხედე და ეშმაკურად ჩავიცინე.
მერე ვისაუზმე, ბლა ბლა ბლა... წავედი, მოვედი, სავარძელში ჩავჯექი, ვუყურებ კომპიუტერს და ვფიქრობ: ჰაჰაჰააა... მე დღეს შენ არ ჩაგრთავ. დაე დაგედოს მტვერი. მე შენ დაგამარცხებ!

დღე მეორე
გავახილე თვალები: დღეს მეორე დღეაა... ზედაც არ შევხედავ. მე მასზე ძლიერი ვარ. დავიწყე წიგნის კითხვა. მერე ისევ პატარ-პატარა სახლის საქმეები.

დღე მესამე-მეხუთე
ვიღვიძებ. მახსენდება კომპიუტერი, ვდგები, მივალ მაგიდასთან, შევხედავ, დავჯდები, ავდგები, მაუსს ხელს მოვკიდებ. მერე ისევ ფიქრები: მე შენზე ძლიერი ვარ! ვერ მაჯობებ! - და ვდგები სკამიდან.
ყველაზე მეტად მეხმარებოდა ქეთის, გვანცას, მეგობრების, მშობლების გამხნევება და ჩემი საქციელის მოწონებები. გვანცა სულ იმას იმეორებდა, თუ რა საყვარელი გავხდი და როგორ შევუყვარდი ამ დღეებში. :D

დღე მეექვსე
გავახილე თვალები და ვამბობ: მერე რა, რომ 7 დღე არ გასულა, 1 სამუშაო კვირა ხომ გავიდა? დღეს კომპიუტერს ვრთავ! და გახარებულმა ჩავრთე. ლამის ხელები ამიკანკალდა სიხარულისგან საიტების სახელებს რომ ვკრიფავდი.

შედეგი:
ღირდა ამდენი თვითგვემა?


კი! ისეთი საქმეები გავაკეთე, რასაც თვეობით ვაკეთებ და თავი ვერ მომიბია. გიტარის სწავლა დავიწყე, ასევე წიგნების ინტენსიური კითხვა, ალპურ კლუბში გავწევრიანდი, არ მეშინოდა დედაჩემის შეკითხვის: რას აკეთებ? მე თამამად ვპასუხობდი, რომ კომპიუტერთან არ ვიჯექი.

მოკლედ, საინტერესო იყო, მაგრამ მეორედ აღარ გავიმეორებ.
რატომ? თორე ჰო! :p

8 კომენტარი:

ჩორვენი¹³ said...

uuu zalian sasacilo iyo martla

mara rogoraa ici
eg "ar minda kompi" tavisitac modis xolme amitom shemdegistvis just delode :)

Sweet Baby Girl said...

ვაა მაგარია...

მეც უნდა მოვიწყო ეგეთი დიეტა. ოღონდ სამ დღიანი... მეტს ვერ გავქაჩავ.

Lalena said...

მეც მქონდა ეგეთი დიეტა, ოღონდ არანებაყოფლობითი :D

თათიკო said...

მდაა შენ ჩემზე ძლიერი აღმოჩნდი,თუმცა კომპიუტერთან ჯდომის ხანგრძლივობა აშკარად შევამცირე.ოღონდ სანამ შენ გამოჩნდებოდი :| გამოჩნდი თუ არა ერთი შევყვირე ჰოპლააა ჩვენ ისევ ვცოცხლობთ მეთქიიი. თათიიიიაააას დიიიეტა დააამთავრდა და ჩემი თვითგვემაც მეთქიიიი.მაგრამ თათი იქნება ხანდახან კიდე გავიმეოროთ ხოლმე ჰააა? :(

თათია said...

@ჩორვენი - რავიცი აბა, აქამდე კი მქონდა ესეთი მომენტები, რომ აღარ მინდა კომპიუტერი, აღარ დავჯდები, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნიდა ესეთი დიეტისათვის. დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყე ამაზე წუწუნი. მეტს აღარ ვიზააამ :p

@სვითი - ჰო, 3 დღიანი ჯობია. ბოლო დღეებში ძაან გამიჭირდა. თავიდან კიდევ არა უშავდა.

@თათიკო - არაააა. აღარ გავიმეოროთ რა. :)) ნუ, 1 დღიანები შეიძლება, მარა ამდენ ხანს აღარ გვინდა კაი? :*

iasamani said...

გილოცავ ინეტ დიეტის დასრულებას ))))

Sophie Golden said...

ყოჩაღ, რომ გაუძელი, ღირს ხოლმე ზოგჯერ ;)

Natalia said...

welcome back :P


მე ჯერჯერობით მზად არ ვარ ასეთი მძიმე მისიისთვის :D

:) ;) :D :p :( :* ;)) ;;) :(( :X =(( :-o :-/ :| 8-} :)] ~x( :-t b-( :-L x( =))

Post a Comment

აბა რას ფიქრობთ? :))