დღეს მირეკავს დედა:
- ადნაკლასნიკებში როგორ დავრეგისტრირდე?
- o_O?? რა გინდა ადნაკლასნიკებში?
ესე გავიგე, რომ სამსახურში ინტერნეტი ჩაურთეს.
შემდეგი შეკითხვა ასეთია:
- ეხლა თქვენი ბლოგის მისამართი მითხარი.
- (think), (sweat) - და ვუთხარი
შემდეგი ზარი რამდენიმე საათის შემდეგ:
- რას შვები?
- რავი, არაფერს
- თქვენი ბლოგი წავიკითხე.
- რაო მერე, მოგეწონა?
- მმ. რავი.. გაცნობებიო?
- ??
- უცხო მამრებიო... მართლა ხშირად ხდება ეგრე?
- კი დედა...
- კაი.
ინტერნეტი სახლშიც აქვთ და მამამ ჩვენი ბლოგის მისამართი იცის, მაგრამ ეხლა დედა ახალი ძალებით დაიწყებს კითხვას.
მაშინვე გამახსენდა თინის პოსტი - მომაგნეს!
მოკლედ, დედა, welcome - კეთილი იყოს შენი მკითხველის სტატუსი ჩვენს ბლოგზე!
:უსერ:
Subscribe to:
Post Comments (Atom)



14 კომენტარი:
გამარჯობა, თათიას და გვანცას დედა :)
ჩვენ ყველას ძალიან მოგვწონს თქვენი შვილების ბლოგი
იმედია თქვენც მოგეწონებათ :)
გამარჯობა, თათიას და გვანცას დედა!
ნუ გეშინია უცხო მამრების. სვითი აქ არის და დაიცავს თქვენს შვილებს :D
dagerxaტ :D :D hehee, just a joke :)
ვერ გადავიტან ჩემებმა რომ ჩემი ბლოგი წაიკითხონ! ვერააა!
რა გიკვირს? :D
აგერ დედაჩემს თავისი ბლოგი აქვს და ფეისბუქზეც მყავს. სურათებს ამატებს, სტატუსებს ცვლის და ჭკუაზე არაა :D
მივესალმები დედების ვირტუალურ გააქტიურებას!!! :D
მდაა...
აშკარად ჩამოვრჩი ცხოვრებას. დედაჩემი კი მთხოვს, რომ კომპიუტერი ვასწავლო, მაგრამ ამის დრო მე არ მაქვს. ჩემი ბლოგი რომც იკითხოს, ისეთი ტექნოლოგიური ენითაა დაწერილი, მაინც არ დააინტერესებს. :)
ალბათ მე უნდა მოვემზადო იმისათვის, რომ რამდენიმე წლის მერე ჩემი შვილის ბლოგი ვიკითხო :D
Zalian kargia, Tu dedebi waikiTxaven Svilebis blogebs, ukeTesad gaicnoben, vidre hgoniaT, rom icnoben TavianT Svilebs (momiteveT, unikodma gamiWeda raRac :( )
წარმოდგენაც არ მინდა
დედაჩემი ჩემს ბლოგს კითხულობდეს
ნუ რომ დავფიქრდეთ, მინდა ...
მაგრამ რაღაც-რაღაცეები ძალიან დასწყვეტს გულს და ამიტომ მირჩევნია შორს იყოს ჩემი ბლოგისგან ...
რა მაგარი დედა გყავს :D
ნეტა, დედაჩემსაც ხომ არ წავაკითხო :?
შენი დღევანდელი ბლოგი წავიკითხე, თემა ძალიან მომეწონა, რა იყო, პირველად ხომ არ ვკითხულობდი თქვენს ბლოგს? რატომ გაგიკვირდა ჩემი დაინეტერსება? ხომ იცი რომ მინდა თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცოდე, თქვენთან ერთად დავიძინო და გავიღვიძო, თქვენი ჰაერით ვისუნთქო და გავიგო მაგ ლამაზ თავებში რა აზრები გიტრიალებთ. ისე მე რომ თქვენხელა ვიყავი მეც ვწერდი, ოღონდ არა ბლოგში, არამედ წიგნაში-დღიურში, სადაც იმალებოდა ჩემი ფიქრი და განცდა. ეს ძალიან პირადული იყო. ეხლა სხვა დროა? ისე კი იცოდეთ, ჩემი სახით კონტროლი გაგიძლიერდათ. გკოცნით
ნეტა დედაჩემიც კითხულობდეს ჩემს ბლოგს :უსერ:
გამარჯობა ლია დედა. მე თათიკო დედიკო ვარ. ანუ თათიას მეორე დედიკო. თქვენი შვილების და ანუ ჩემი შვილიკოს და მისი დის ბლოგს დიდი სიმაოვნებიტ და გულისყურით ვკითხულობ ყოველთვის. იდეაც შევთავაზე - გამოუშვით წიგნად თქვენი ბ ლოგითქო. მე ვფიქრობ არაჩვეულებრივად გამოსდით. რაც შეეხება უცხო მამრებს ეგ მაგის ნუ გეშინია - გოგოები ცუდს არაფერს ჩაიდენენ. ;) ისინი ხომ დიდი გოგონები არიან. ხო მართლა. დიდი მადლობა თათიასთვის. ის არაჩვეულებრივი არსებაა ამ ქვეყანაზე :)
მე ყველას პოსტებს ვკითხულოოოობ :P და ძალიან მომწონს რამოდენიმე თქვენგანს დედიკო მენაკად რომ ვყავარ დამატებული :)
დედაჩემი კიდევ სულ მეუბნება, რა არის ამდენ გინებას რომ წერ ბლოგზე, ხალხი კითხულობსო... :D
შენ დედაშენს ტელეფონით მაინც აუხსენი როგორ უნდა დარეგისტრირებულიყო "ოდნოებში", მე კი თვითონ დავარეგისტრირე და მერე სამი დღე ვუხსნიდი როგორ შესულიყოოო:(
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))