26.5.09

ვაიმე!!!

აუჰ (და თავში ხელის შემორტყმის smile), გთხოვთ მაპატიოთ. თათიამ და სხვა რამდენიმე პატივსაცემმა პიროვნებამ შენიშვნა მომცა და ნუ, ბოლო-ბოლო სინდისმა შემაწუხა.

მოკლედ მგონი იცით, რომ ჯავახიშვილში ვსწავლობ და ალბათ გასაგებია რატომ აღვიგავე პირისაგან მიწისა. არა მთლად ასე არაა, მოკლედ ცოცხალ-მკვდარი ადამიანის დანახვა და/ან შესწავლა ვისაც სურს მე გამიცნოს. პოსტის დაწერისთვის ვერ ვიცლი თქო მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ დაწერის თავი მართლა არ მქონდა ამდენი ხანი. გამოცდები მეწყება, ვაიმე!!! ალბათ შუა ზაფხულამდე ისევ გავქრები.

აი ჩემი მაგიდა. რამდენი ტექსტმარკერი გამოვცალე წიგნების ჯღაბნაში ვეღარ ვითვლი.



ხო, დღეს ჩვენს ეზოში პანიკა ატყდა... მეტს არაფერს მოვყვები. მდაააააააა... ინტრიგააა. (ამ ამბის მომსწრეები თათია და პიკო მოგახსენებენ იმედია). დროებიიიიიიიიით!

P.S. ვისაც სურს ჩემთა ამბავთა თხრობა...

არა... ასე არა!

ვისაც გსურთ ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანება, კერძოდ ნერვების სერიოზული შერყევა, ჩააბარეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

წარმატებებს გისურვებთ!!!

10 კომენტარი:

Katten försvann said...

სწავლა სიამოვნებას უნდა გგვრიდეს და არა ნერვიულ აშლილობას. შეეცადე ფოკუსი შეცვალო :) :* good luck!

iasamani said...

მე დავწერე უკვე, იმედია თათიაც დაწერს რამეს )))
წარმატებები სწავლა-განათლების საქმეში ;)

Lalena said...

მმმმ კურსელები ვართ? ;;)

eka said...

eeehh gvanc...gamodis rom me 2 wlit ufro metad maqvs dazianebuli nervuli sistema :d :P

ნინი said...
This post has been removed by the author.
ნინი said...
This post has been removed by the author.
ნინი said...

ეჰ, არა მარტო იურიდიულზე ვინც სწავლობს ჩემო კარგო :(

Kate said...

არადა არ არის სწავლა ეგეთი საშინელი


(საკუთარ თავს ვამშვიდებ. მეც გამოცდები მეწყება, თან 3 ადგილას)

გვანცა said...

scavla namdvilad araa sashineli, magram aseti scavla martla sashinelebaaaaaaa

Rofes Deportes said...

Hello:

I saw your web-blog. I think it is excellent. Iam from Cuba, but I live in USA. I would like to changes links. I have 2 blogs...

I hope you respond soon...

www.pasajedeportivo.blogspot.com

http://del-verde-caiman.nireblog.com

RAFAEL.

:) ;) :D :p :( :* ;)) ;;) :(( :X =(( :-o :-/ :| 8-} :)] ~x( :-t b-( :-L x( =))

Post a Comment

აბა რას ფიქრობთ? :))