ეს იყო გუშინ, 1 ივნისს, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში: ”ჩვენ ვხედავთ მზეს 2009, მეტი სითბო.”
ძალიან ლამაზი დღე იყო. მერე რა, რომ ბავშვები 2 ხელის 10 თითზე 10 სხვადასხვა ფერის მანიკურის წასმას მთხოვდნენ და რომ გაშრებოდა მერე გამჭვირვალე ბრჭყვიალა ლაკის გადასმას?

სიმართლე გითხრათ? ადრეული ბავშვობის მერე მანიკური არ წამისვამს.
როცა შევამჩნიე, რომ ვიღლებოდი, ბრჭყვიალა ლაკის გადასმაზე ბავშვებს უარს ვეუბნებოდი და კიდევ ერთი სტრატეგია შევიმუშავე:
2-3 ბავშვს დავადებინებდი ხელებს მაგიდაზე, ავიღებდი ერთ ფერს, წავუსმევდი 1-1 თითზე, მერე მეორე ფერს სხვა თითებზე და ა.შ. შედეგად მივიღეთ უფრო მეტი ფერადთითიანი და გახარებული ბავშვი.
აი, ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როცა პირველად გავხსენი მანიკური და დავინახე მაგიდაზე დადებული ბავშვის თითები, რომელიც უნდა ”გამელამაზებინა”. იმ წამებში ათასმა ფიქრმა გამიარა თავში: რა მინდოდა, რას ვერჩოდი, რაც შემეძლო იქ რატომ არ წავედი და ა.შ. მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეიძლებოდა.
შემდეგები წავიდა კარგად... ჩქარ-ჩქარა :D
ჰო, მარტო მანიკურის წასმით არ შემოვფარგლულვარ. თუ დაინახეთ მოკლეთმიანი, სამ კიკინიანი ბავშვი ფერადი ძაფებით, ეგ ჩემი ნახელავი იყო. ასევე გავართეთ ყველა სახალისო თამაშებით. მერე დიდი პარაშუტი ”გავბერეთ”
მერე ბასტი-ბუბუს ბავშვების კონცერტი იყო.
საერთო ჯამში, ძალიან კარგი საღამო იყო. სასიამოვნო აურა და ღიმილიანი სახეები.



10 კომენტარი:
მიხარია მსგავსი ღონისძიებები რომ ტარდება ქვეყანაში!
ლოლ
ჩემი კომენტარები იხილეთ Facebook-ზე, აქ აღარ ვიბუზღუნებ ;)
niiin plzzz raaa :(
momwere sadme mainc
ბავშვებთან ურთიერთობას და მათი გაღიმებული სახეების ყურებას რა სჯობს! :) :) :) :X
თათია
რა კარგია ბავშვს რომ უხარია და ლამაზი თვალები უბრწყინავს. თავის ლამაზ თითებს გასალამაზებლად რომ მოგანდობს და ამითი დიდ პატივს დაგდებს რომ გაალამაზო და შენც გაიხარო.
კარგია :)
2-ჯერ! წავიკითხე და ვერ მივხვდი პარაშუტი როგორ იბერება. მასწავლი? :):((
რას ვფიქრობ და ...
კარგია, როცა ლამაზ საქმეს აკეთებ, შენც გიხარია და ბავშვებსაც. სახე ბავშვებსაც გაუფერადეთ თუ შენს კომპეტენციაში არ შედიოდა მაგ საქმის გაკეთება? :*
მიყვარხააარ
ჩემი ჭკვიანი თათიკუნა. :*
auuu ra magariaa komentarebshi deda da mama
auuu auu zaan magari chanaceria tavis komentarebiit
avxti ise titqos chemi blogi da chemi chanaceri yofiliyoo :X
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მაინცდამაინც არ მიყვარს, ძაან გამისწორდა რამდენიმეთვის მანიკურის გაკეთება მაინც )))
მამა, დედა - მიხარია თქვენს კომენტარებს რომ ვხედავ ჩემ ბლოგზე :)))
თათიკო - (blush)
iasamani - ჰო, მეც გამისწორდა. ვამაყობდი მერე ჩემი ნახელავით. მანიკურის კეთება რომ დავამთავრე ბავშვები მიღიმოდნენ და რომ ვერ ვხვდებოდი რატომ - თითებზე ვუყურებდი და ფერადი ფრჩხილებით ვცნობდი :D
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))