ეხლა თავზე მოგახვევთ, თუ რატომაა ჩემი უნივერსიტეტი კარგი და რატომ მიყვარს ესე ძალიან.
2 წელი ვისწავლე სამედიცინო უნივერსიტეტში. ვერ გავუძელი იმათ კომუნისტურ რეჟიმს, ლექტორებს(შუკაკიძეს, არზიანს), შემძულდა ექიმობა და გამოვედი. როცა მეორედ ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს და პირველ ადგილზე ჩავწერე, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, ბევრს გაუკვირდა: ჰაა?? რა გინდა პუშკინში? თსუ არ ჯობია? ეგეთი კომენტარები მესმოდა სულ. მე ვიღიმოდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ სწორედ აქ მინდოდა.
ნუ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩავაბარებდი. პირველი ადგილიც ავიღე პირველკურსელებს შორის. დეკანატში რეგისტრაციისას განსაკუთრებით შემხვდნენ. ჩემი სახელი სტიკერზე ამოწერილი და გაკრული ჰქონდა ერთ ქალს.
როგორც იცით, გვანცა სწავლობს თსუ-ში - ეს ნიშნავს მუდმივ სტრესს, ნერვიულობას, დაძაბულობას. ერთხელ გვანცა ჩემს ლექციას დაესწრო და ძალიან მოეწონა: "რა კარგი დამოკიდებულებაა ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ჩვენთან ლექტორს რამე რო უთხრა, შემოგიბღვერს ან დაგიყვირებს". სწორედ ეს მეგობრული დამოკიდებულოება მომწონს ამ უნივერსიტეტში. შეიძლება "ნაკლები სახელი" აქვს, შედარებით დაბალქულიანი სტუდენტები აბარებენ, მაგრამ შედეგი კარგია. ჩვენ უფრო თავისუფალი ადამიანები დავდგებით. პირველ კურსზე არ მოგვაყარეს პირდაპირ რთული მასალა. ასევე მოგვცეს საშუალება 1 წლის შემდეგ აგვერჩია პროფესიები. ამ ერთ წელში გვიტარებენ შესავალ კურსებს და გვიხსნიან, თუ რა შეიძლება გამოვიდეთ, ანუ აბნეულები აღარ ავირჩევთ პროფესიას. არ დავუჯერებთ მხოლოდ სხვის რჩევას, თუ რა ჯობია. ჯერ შესავალი კურსებით გამოვცდით ჩვენს თავს, რა მოგვწონს, რაში გვაქვს ნიჭი და შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რა გამოვიდეთ.
ასევე ძალიან მომეწონა პირველი კურსის საგნები: აკადემიური წერა, დისკუსიის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ხელოვნება, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, კომპიუტერის საბაზისო კურსი. ამ ყველაფრის ცოდნა ხომ ყველასთვის საჭიროა პროფესიის განურჩევლად?!
მოკლედ, დავასრულე ჩემი პირველი სასწავლო წელი ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ აქ ვსწავლობ. ერთი წლით უნდა დავემშვიდობო, ამერიკის კოლეჯზე უნდა გავცვალო. აკადემიურს ავიღებ და კვლავ დავუბრუნდები.



20 კომენტარი:
თათიიიი. :*
რა მარტივი ცხოვრება გქონიათ :) თსუ-ში გამოცდას და კოლოქვიუმებსაც ეროვნული საგამოცდო ცენტრი ატარებს, ნუ ჯიგარი ლექტორებიც არიან მარგამ ძან რომ უნდოდეთ გასწორებისასაც ვერ მოუმატებენ ქულას იმიტომ რომ ვის ნაწერს აწორებენ არ იციან, დაშიფრულია. :((((
სულ არაფერი კარგი არ გახსენდება სამედიცინოდან? :((
leksodav - ნიშანს არც ჩვენ გვიმატებენ. მე მაღალი ქულა იმიტომ მივიღე, რომ ნასწავლი მქონდა.
თათიკო - არა. არაფერი კარგი. შენ ჩემთვის სამედიცინოსთან კავშირში არ ხარ. უბრალოდ მაგის მეშვეობით გაგიცანი. :*
სამედიცინოზე სწავლობდი? არ ვიცოდი :)
ვაფასებ ხალხს რომელიც სწორ გადაწყვეტილებას იღებს,თუნდაც მოგვიანებით :)
Natalia - გეთანხმები. თათიამ ძალიან თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მხოლოდ ერთეულ ადამიანებს შეუძლიათ. ამიტომ ვაფასებ და მიყვარს ასე.ის არის მიზანმიმართული ადამიანი და ყოველთვის იცის რა უნდა. თათიიიიი მიყვარხარ ძალიან ძალიან :X
ამერიკაში კაი გამოცდილებას მიიღებ.
ძალიან კაია რომ მიდიხარ მე თუ მკითხავ.
მდაა... ეხლაც გამოცდისთვის ვემზადები. მართლა საშინელი სწავლაა ჯავახიშვილში. ჩემი ნება რომ იყოს ჭავჭავაძეში გადმოვიდოდი, თუმცა ყველაფერი შეჩვევაზეა, ხოდა მეც მემგონი ვეჩვევი ჩემდა უნებურად.თითოეულ ლექტორს თავისებურად უნდა გაუგო, მაგრამ ზოგს ძაანაც რომ გინდოდეს მაინც ვერ გაუგებ. მოკლედ დედაჩემი რომ თანახმა იყოს გადმოვიდოდი მანდ საყვარელო დაიკუნა, ეროვნულებს ვერ ჩააბარებო ეგ მიზეზი აქვს, მაგრამ მე მაგის არ მეშინია, საკმაოდ მაღალი ქულები მყავს ეროვნულებში და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. ერთი იმაში შევცდი, რომ პირველი ჯავახიშვილი ჩავწერე, უნივერსიტეტში ყოველ შესვლისას მბურძგლავს ტანში და ლექტორებს რომ ვხედავ ვცდილობ სადმე გრძელი გზით გავიარო, ამ უნივერსიტეტში ლექტორი რომ უბრალოდ მოგესალმოს ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. საშინელი დამოკიდებულებაა ერთმანეთთან, მაგათი პრინციპით რადგან პროფესორები არიან სტუდენტთან ადამიანური საუბარი და უბრალო გახუმრება დაამცირებთ. ჰმ. არ მიყვარს ასეთი ხალხი. ხშირად უსამართლოდ იქცევიან, ეს ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ სხვაგან შეიძლება გაარკვიო რამე საკითხი რაც არ მოგწონს, აქ კი მაგასაც ვერ გაბედავ ნორმალურად. მოკლედ მემგონი ყველაფრის პირველი მიზეზი დამოკიდებულებაა ერთმანეთთან. ჯერ ერთი ჯგუფელებს არ იცნობს ნორმალურად არავინ აქ, იმიტომ რომ ორასი ჯგუფი გვყავს და უამრავ სხვადასხვა სტუდენტთან გვაქვს შეხება, ერთი ჯგუფი არაა რომ კარგად დაუმეგობრდე ვინმეს. მანდ ეს პრობლემები არაა რაზეც ვიწუწუნე ეხლა და იმიტომ მშურს, თორემ სწავლა (ვისაც ძაან გულით უნდა და მთელი დღე წიგნებს უზის) კარგია:-) P.S. თაათ მომენატრე:-( და ქეთის უთხარი, რომ უიმისოდ სიცოცხლე აღარ შემიძლია.)
გვანცა, მაგხელა კომენტარს ახალი პოსტი დაგეწერა...
უფრო გამიხარდებოდა :*
თათ, ჩემთან 2 წელი გვასწავლეს, სანამ განხრას აგვარჩევინებდნენ
ძალიან მომწონს ეგ მიდგომა, ზა ტო ადამიანი უფრო დარწმუნებულია იმაში, რომ იმას სწავლობს, რაც უნდა )))
ხო, ლექტორებთან დამოკიდებულება ჩვენთანაც არაჩვეულებრივია
ალბათ ფსიქოლოგები რომ არიან, მაგიტომ
ui, pirvel kursze xar? :)))
warmatebebs gisurveb USA-shi.. :)
:2kiss:
მე მაინც ჩემი ტანჯული თსუ მირჩევნია ყველას! ვოტ ტაკ! Bite us, Harvard!
აუ თქვენ მაგარი პრიკოლები ხართ რა.
მე ჩემი სტუ მირჩევნია ყველაფერს.
შენი არ ვიცი მაგრამ მე და ჩემი ლექტორი აუდიტორიაში არაყს ერთად ვუბრახუნებდით. წლის ბოლოს კი კარგი 5–იანიც დავირტყი : ))))
Dzalian magaria, me erti leqtori leqciebs mitarebda xolme vakis kavis saxlshi.
mastan mxood jgufis ganakopi vmecadineobdit, sul ramdenime studenti, da am banz auditoriebs kavis saxli jobiao da iq kvelaze did magidastan chavekvexebodit xolme da gvesaubreboda da midioda erti kamati.
Dzaan saintereso midgomaa, mevaseboda mag gogos leqciebi.
are you mad?? :)))) თსუ-ში, ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ. ჩემო კარგო, აკადემიური წერა, სტატისტიკა, კომპის საბაზისო კურსი, პრეზენტაცია და მეტყველება _ ყველაფერი ვისწავლეთ. (მარტო ჩვენ არა, ჩვენს ფაკულტეტზე.).
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე-6 კორპუსის მე-18 აუდიტორიას ყოველთვის ისე მხიარულად და ისე საყვარლად გავიხსენეეეეებ :წით:
ძალიან მაგარი ლექტორები გვყავდნენ, ძირითადად, პრაქტიკოსი ჟურნალისტები, გაცვლითი პროგრამების შესახებ ყოველთვის ინფორმირებულები ვართ, სწავლა კიდევ, მერე რა რომ ბევრია, ძალიანაც საინტერესოა და საერთოდ, უმაღლესში ჩაბარება იმას ნშნავს, რომ ის ისწავლო, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს/გამოგდის/გინდა/შენს თავს კარგად ხედავ.
პ.ს. ეგრე თუა, ჩემმა ლექტორმა (სხვათა შორის, იმასაც ირინა ქვია, ღვინერიაა გვარად)ორჯერ გამოცდა საკუთარ სახლში გვაწერინა თავისი "ნავაროტკებით" :))
enia
;)
ჰო, იმაში შევცდი, რომ მთელი თსუ ერთად გავიყვანე. სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ყველა ფაკულტეტი, ძირითადად იურიდიული ფაკულტეტი მქონდა მხედველობაში.
თუ იმას ფიქობ, რომ ჩემ უნივერსიტეტში ის მიხარია, რომ ნაკლები სწავლაა, ასე არაა. სწავლა ჩვენთანაცაა. ვგულისხმობ დატვირთვას. პირველ კურსზეა ცოტა ნაკლები.
პირველი აბზაცი არ იყო ”აი მე რა მაქვს, თქვენ ხომ არა გაქვთ”. მე აღვნიშნე მოვლენა, რაც ძალიან გამისწორდა.
და კიდევ: ის ფაქტი, რომ ჩემს უნივერსიტეტში წიგნების ელექტორნული ვერსიები დევს საიტზე და არ გვიწევს ბევრი ფულის ყრა ან ქსეროქსის რიგებში დგომა, დიდი პლიუსია.
პოსტი დაძველდა ახლის დადებას არ აპირებთ? ~X(
enia-ს ნათქვამს კიდევ იმას დავამატებდი, რომ არც თსუ-ში არ გაიძულებენ პირველივე კურსზე სპეციალობის არჩევას, ჩვენთანაც გადიხარ სხვადასხვა სპეციალობის შესავლებს და მერე იღებ გადაწყვეტილებას რომელი შეარჩიო. იურიდიული ის გამონაკლისია, რომელიც ცალკე ფაკულტეტია და ამიტომ პირდაპირ მასზე შედიან ბავშვები, თორე მაგალითად ჩემს ფაკულტეტზე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) 7 სპეციალობაა და აქედან 5ის შესავალი მაქვს გავლილი. რაც შეეხება ლექტორების უშუალობასა და თბილ დამოკიდებულებას, ამაში უნივერსიტეტი არაფერ შუაშია და ადამიანების ინდივიდუალურობაზეა დამოკიდებული, უამრავი მაგარი ლექტორი მყავს თსუ-ში რომლებიც არც გიბღვერიან, გამარჯობასაც გეუბნებიან და რომლებთანაც ვმეგობრობ კიდეც. ხო კიდევ, წიგნების ელექტრონული ვერსიები ჩვენთანაც არის ჩემო კარგო, ასე რომ "ცივილიზაციამ" მარტო ჭავჭავაძემდე არ მოაღწია. ;) ისე კი, ორივე უნივერსიტეტი, ჭავჭავაძეც და ჯავახიშვლიც ერთი და იმავე სისტემას (ბოლონიის რეფორმა ქვია მგონი, ვერ ვიმახსოვრებ ამ სახელს რა) მისდევს და დიდი განსხვავება არაა. ორივეში ერთნაირი დონეა და ცუდი და კარგი კიდე ყველგან არის ;)
ვკითხულობ და თვალებს არ ვუჯერებ...:–0 მოდი თავიდან დავიწყებ:
1.როცა აბარებ უმაღლესში უკვე გადაწყვეტილი უნდა გქონდეს რა გინდა გახდე და ამისათვის სულაც არ არის საჭირო მთელი 2 წელი. დროის ფლანგვაა.
2.რაც შეეხება წიგნების ელ.ვერსიებს,უდაოა, რომ წიგნს ფიზიკური თვალსაზრისით ვერასოდეს ვერ შეცვლის ელ. ვერსიის წიგნი.
3.მაგ: როდესაც სწავლობ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე უნდა ისწავლო მხოლოდ ის საგნები რაც სამართალს ეხება და სულაც არ არის საჭირო მაგ.ქართული გრამატიკის სწავლა, ან თუნდაც ჟურნალისტიკის. პ.ს. და თუ ვინმე დავას დაიწყებს რომ ეს დამატებითი საგნები არის დამატებითი ცოდნის წყარო, ბოდიში რადგან უმაღლესში კონკრეტულ ფაკულტეტზე იმიტომ სწავლობ რომ მაგ სფეროში გაიღრმავო ცოდნა!
4. არ უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ისეთი ბავშვების მიღება რომელთაც მათემატიკური ცოდნა არ გააჩნიათ, ბოლო–ბოლო ეკონომისტები იზრდებიან.
კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება და უსასრულოდ გაგრძელება ამ კომენტარის,მაგრამ აქ ვწყვეტ...უბრალოდ არ შემეძლო არ გამომეთქვა ჩემი აზრი ზემოთ მოყვანილი და საერთოდ საქართველოს სახელმწიფო ვაი უმაღლესებზე....
კომენტარი #3-ზე
გვანცა სწავლობს თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე, უკვე მეორე კურსზე და რატომღაც ზუსტად ქართულ გრამატიკას და ჟურნალისტიკას ასწავლიან. ნეტა რატომ?
1. ჩემთვის პირადად ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჭავჭავაძის პირველი წელი, რადგან მე, ისევე როგორც ჩემი ჯგუფელების 80%-მა, ზუსტად არ ვიცოდით რა პროფესია აგვერჩია. ჰოდა დაგვანახეს რა პროფესია როგორია და მარტო ქუჩაში მოსმენილ სიტყვებს არ ვუჯერებთ.
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))