მართლა გვშია. პრინციპში, ეხლა უკვე აღარ, რადგან გუშინ საღამოს მშობლები გვესტუმრნენ.
რომ შემოვიდნენ სახლში, მეძინა, გამეღვიძა და იცით პირველი რა ვკითხე? საჭმელი მოიტანეთ-მეთქი?
მაშინ დაიჯერეს ჩვენი ტელეფონში წუწუნი, რომ გვშია. თან შემატყეს, რომ დავსუსტდი.
ჰო, უკვე კარგა ხანია იმის აღნიშვნას, რომ დავსუსტდი კომპლიმენტად და სიხარულით არ ვიღებ. იმიტომ, რომ ძალიან მინდა გავსუქდე. უცნაურია? ჰო, შეიძლება, მაგრამ მართლა ძალიან მინდა გასუქება. ძალიან მსუქანი რომ ვიყო ეგრე არა. უბრალოდ, პუტკუნა რომ მერქვას.
ჩვენს სტუდენტურ სახლში შეუძლებელია ამის ასრულება.
ჰოდა ამ შიმშილობის პერიოდში დამებადა კარგი იდეა. სვითის ხომ აქვს ასეთი რაღაც: ყოველ თვე დებს მოწვეული ბლოგერის პოსტს თავის ბლოგზე. ჰოდა რა მოხდებოდა, რომ ჩვენც მოვიწვიოთ ვინმე ბლოგერი და გაგვიკეთოს საჭმელი? ჰა? რას იტყვით? ინგრედიენტები ჩვენზე იყოს. ოღონდ ამ საჭმელში არ უნდა შედიოდეს პილმენები და შემწვარი კარტოფილი. სხვა ყველაფერი დასაშვებია.
დღეს გვიხარია, დედამ ჩებურეკები გაგვიკეთა და კიდევ სხვა რამეებიც. ხვალაც ბევრ საჭმელს გაგვიკეთებს და წავა იმ იმედით, რომ ეს ცოტა ხანს მაინც დაგვანაყრებს.
ისე, სადმე მზარეულის ქირაობის სერვისი არაა? საინტერესო იქნება. ბევრ სტუდენტს მოეწონებოდა ;)
ერთი პერიოდი, ჩემი კომპიუტერ დიეტის დროს, ჩვენს სახლში შემოვიღეთ მონობის ინსტიტუტი, რაც გულისხმობდა იმას, რომ ერთ დღეს ჩვენ, 3 სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო მონა, რომელსაც ევალებოდა საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება. კარგი დღეები იყო. ვჭამდით ხოლმე და დალაგებულ სახლში ვიძინებდით. მაგრამ, მალე მოგვბეზრდა და შევეშვით. მე ისევ ვიბრძოლებ მონობის აღდგენაზე. იმ ხელშეკრულებას გამოვიტან, რომელიც ადრე დავწერეთ და შევეცდები მისი ძალით ყველაფერი აღვადგინო.მოკლედ ეხლა წავედი, უნდა ვჭამო...



18 კომენტარი:
კარგი იდეაა :)
მანდ რომ ვიყო სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი სტუმარი :)
თან რაც მთავარია ექსპერიმენტების ტარება მიყვარს საჭმელზე :ჵ:ჵ
hehee, mimiwviet :D
arachveulebrivi xeli maqvs :D
martla :p
რა მაგარი იდეაა! :P
მე შემიძლია სოკო გაგიკეთოთ :უსერ: ;;)
tatos gamodit xolme chemtan ra da gachmevt:( an me gamoval da gagiketebt... mosula?
მაგარი ტიპები ხართ
მონობა მომეწონა :)
მე სალათს იმასგიზამდით : )
მითხარით და თქვენთან გავჩნდები, ნებისმიერ დღეს ან საღამოს შაბათის გარდა :)
მომეწონა ეგ მოწვეული ბლოგერის იდეა ;) ბლოგერი რაღაა, ტფუი, მოწვეული მზარეულის ;)
monobis agdgena kargi ideaa, ibrdzoleee ;) :D
მე, პიკოლინა ყვავას ასული, ვდებ პატიოსან სიტყვას, რომ გაგიკეთებთ პიცას
თან აუცილებლად გაგიკეთებთ პიცას :*
ahaaa naxet xelat ramdeni mzareuli gagechitat :D
yovel meore dges hegizliat axali ragaceebit ismusnaot da es yvelaferi blogis damsaxurebaa
da mere kidev vinme ikitxavs rashi gchirdebat blogebio :))
მე მარტო ბორშის გაკეთება ვიცი.
თათიკო. ძალიან მარცხვენ შვილიკო. ნუთუ ერთჳ საჭმლის გაკეთების სწავლა რა გახდა რომ ერთმანეთი არ დაჭამოთ. მონობის მაგივრად მაგ მოვლენას მორიგეობა დაარქვით. ეხლა ზაფხულია ხალხნო. კიტრი და პომიდორი ყველთან და თონის პურთან ერთად სულ რომ არ გააკეთოთ ისე გაძღებით. თუ არადა 5 წუთში კეთდება მაიონეზის სალათები რატომ იკლავთ თავს? ერთი კვირა უნდა მიგიბაროთ და იმდენი რამის კეთებას გასწავლით და თან ისეთ მოკლე დროში პილმენების მოხარშვის სურვილი დაგეკარგოთ
lol ზუსტად ასეთი გაჭირვებული ვიყავი პირველ კურსზე : )))
momshivda ee..
wavedi vchame...
ise, mec mag pontshi var..
kvirashi shvidi dgidan 5..
Dges dagimate chems blogze :)
ჰოდა რა მოხდებოდა, რომ ჩვენც მოვიწვიოთ ვინმე ბლოგერი და გაგვიკეთოს საჭმელი? ჰა? რას იტყვით? ინგრედიენტები ჩვენზე იყოს.
girchev arasodes ar momicvio :) arafris gaketeba ar vici :) shenze uares dgeshi var :) Tu ginda ise gamomiare xolme chemi dedikos gemrielobebze :)
ანტრე, ბატონო :)
მზარეულად გამოვდგები თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თუ გინდათ, პიკოლინას გამომცხვარი პიცის შეჭმაში მოგეხმარებით :p . ვგიჟდები პიცაზე
magari vicicneee=)) mec mag dgeshi var da magitooo:-t
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))