ზაფხული არ მიყვარს: ჯერ ერთი ცხელა, მეორე - საქმე არა მაქვს, მესამე - საქმე რომც მქონდეს სიცხის გამო ვერაფერს ვაკეთებ.
დასასვენებლად არსად ვყოფილვარ. გვანცა კი წავა ოჯახთან ერთად მას მერე, რაც ამერიკაში გამაგზავნიან.
დღეები ძალიან უაზროდ და ერთფეროვნად გადის. რაც სახლში wifi დავაყენე, უფრო ნაკლებ დატვირთული გავხდი, რადგან კომპიუტერის ჩართვისათვის საწოლიდან ადგომაც არ მიწევს. დილა – ძილი, შუადღე – ინტერნეტი, საღამო – ინტერნეტი, ღამე – ინტერნეტი + წიგნი. აი ესაა ჩემი ჩვეულებრივი დღე.
ხანდახან არის კარგი მომენტებიც. მაგალითად თეოს დაბადების დღე, რომელიც აბასთუმნის ტყეში აღვნიშნეთ. შეიძლება ითქვას, ეს იყო ყველაზე მაგარი დაბადების დღის წვეულება, სადაც მე ვყოფილვარ. სადღაც 4 საათზე წავედით ეროვნულ პარკში და სახლში 12 საათზე დავბრუნდით. ყველაზე მაგარი იყო უდიდესი დინამიკები, უმაგრესი მუსიკა და გრძელი მაგიდა – ჩემი, თეოს და მაკოს საცეკვაო ადგილი.
ეხლაც დაბადების დღეზე ვარ. ამჯერად ჩემი ნათესავის. ისევ ღია ცის ქვეშ, აგარაკზე, ეზოში, თუმცა ნაკლებად გაგვიმართლა – აწვიმდა. საერთოდაც, ძალიან მეზარებოდა აქ წამოსვლა, მაგრამ მამამ მითხრა, რომ უნდა გამათხოვოს. (!) ჯერ-ჯერობით ნიშნობის ბეჭედი არ მიკეთია და იმედია სახლშიც “უვნებელი” დავბრუნდები.
- აბა გათხოვება არ გინდა? - ეს იყო მამას პასუხი ჩემს გაკვირვებულ თვალებზე. - ხალხი ერთმანეთს პოულობს ასეთი შეკრებების დროს (ამ დროს ეგრევე ქორწილი ამომიტივტივდა თავში), აბა როგორ უნდა გათხოვდე? ინტერნეტით?
რაღას ვეტყოდი ასეთ დასაბუთებული არგუმენტის შემდეგ. ჩავიცვი და წავედი, თან ლეპტოპი წავიღე. ეხლა საქანელაზე ვზივარ, ლეპტოპით მუხლებზე და ვუყურებ მაგიდას – მარჯვნივ ბიჭები, კაცები და გვანცა, მარცხნივ - ქალები. რაღაც პერიოდში ერთხელ სათითაოდ შემომხედავენ, თავს სინანულით გააქნევენ და განაგრძნობენ სმა-ჭამას.
ჰო, ძალიან იშვიათად ესეთი განსაკუთრებული დღეები გამოერევა ხოლმე. კიდევ ძალიან განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი დღე იქნება 3 აგვისტოს, ჩემი შეხვედრა ამერიკის კონსულთან, მერე კიდევ ვიზის ლოდინი.
წინასწარ არ ვიცი კიდევ როგორ გავატარებ ზაფხულს 15 აგვისტომდე, მგონი ისევ ინტერნეტთან. ჰო, და კიდე... შევეცდები უფრო ხშირად განვაახლო ბლოგი.
27.7.09
Subscribe to:
Post Comments (Atom)



6 კომენტარი:
Tatia jer ar ginda gatxoveba :P :P tan Amerikashi midixar da :P:P:P ase rom jer ar ichqaro
ise chemi zafxulic titqmis igivenairad midis :P:P :D
es albat UGRADelebis xvedria :P =)) lol
sxvata shoris internetiTac sheidzleba gatxoveba tanac sakmaod carmatebulad _ gadaeci shens mamikos
me chemi qmari internetit gavicani, cakitxuli geqneba albat chveni Love Story chems blogze
tatushka55 - ვიცი, ვიცი. ჯერ ერთ:”სხვანაირად” მაინც ვერ გავთხოვდები. სულ ინერნეტში ვარ და ვერ ავიტან ინტერნეტის უცოდინარ ტიპს.
მეორე: გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ :D
ჰეჰე, მაგარი დღე გქონია... ყოველშემთხვევაში ჩემზე უკეთესი. :D
არც მე მიყვარს ზაფხული სიცხის გამო
mec ver vitan zafxuls :-L
აუ რა ცუდია გათხოვებაზე ტვინის ბურღვა... მესმის შენი;)) ჯერ ადრეა ჩემთვის, მაგრამ უკვე მეზობლებიც კი ინტერესდებიან: "გათხოვებას არ აპირებ, უკვე ამხელა გოგო ხარ" "ის ბიჭი ალბათ შენი საქმროა" და ა.შ. :|
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))