აჰა:
Hello USA
პირველი პოსტი ამერიკიდან. მესამე ღამეს ვათენებ უკვე კოლეჯში (ეხლა მეოთხე საღამოა (უკვე მეხუთე:P)), მაგრამ აქამდე პოსტის დაწერა ვერ მოვახერხე. ეხლაც ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ვთქვი, რომ ახალი პოსტის გარეშე არ დავიძინებ.
დავიწყე:
პირველი მაგარი მომენტი თვითმფრინავის აფრენა იყო. პირველად ვიჯექი თვითმფრინავში, ფანჯრისკენა ბილეთი ავიღე და სულ ფანჯარაში ვიყურებოდი. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ოღონდ ეს სილამაზე შევამჩნიე უკვე გერმანიაში, რადგან საქართველოდან ღამე გავფრინდი. პირველი ასოციაცია, რაც დაფრენისას გერმანიის სახლების შემხედავრე გამიჩნდა, იყო Age of Empires. სტრატეგიული თამაში, რომელსაც წლების წინ ვთამაშობდი და რომელშიც ზუსტად ისეთი სახლები იყო და იგივე ხედიდან.
მერე მიუნხენის აეროპორტში გავატარეთ 6,5 საათი. მე და გიორგი ვიყავით ერთად, ჩიკაგომდე ერთად ვიფრინეთ, მერე დავიშალეთ. მიუნხენში კი ვიქტორია შემოგვიერთდა. სიმართლე ვთქვა, ვინანე რომ მალე მოვძებნე. ლაპარაკი რომ დაიწყო აღარ გაჩერდა. ყველა გამვლელ-გამომვლელს ესალმებოდა, გამოელაპარაკებოდა, ცანცარებდა და ა.შ. ეს არის ჰიპერ აქტიური ადამიანი, რომლის მსგავსსაც პირველად შევხვდი.
გითხრათ ყველაზე საშინელება? შემდეგი 9.5 ერთად, გვერდიგვერდ ვიფრინეთ. სადღაც 15 წუთით დავისვენე მისგან, იმიტომ რომ ჩაეძინა :D
მუნხენი-ჩიკაგოს თვითმფრინავი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით ველოდებოდი საჭმელებს :D გადავიღე ბევრი სურათები. ერთმა ამერიკელმა კაცმა მათხოვა აპარატი თვითმფრინავში და მთელი ბატარია დავუხარჯე.
11:30 AM
ამ წუთას მანქანაში ვზივართ მე, ვიქტორია, კანიკეი და ჯემი :D რომელიც საჭესთან ზის. გუშინწინ ჯემის არეულ სახლში ვიყავით. ჯემი 29 წლის გოგოა, რომელსაც ჰყავს ქმარი და ელოდება ორსულობის ტესტის პასუხს 2 საათში.
ამერიკა მაგარია. ძალიან მომწონს. ყველა გამვლელი იღიმის, მაღაზიებში ძალიან მაგარი მომსახურებაა. ბანკში მივედით დილას, გაღებამდე 40 წუთით ადრე, ჰოდა იმის გამო, რომ არ დაეკარგათ 3 კლიენტი, ჩვენს გამო გააღეს და მოგვემსახურნენ. ჯემიმ თქვა, რომ მომსახურების დონეს ძალიან დიდი ადგილი უკავია ამერიკის ბიზნესში.
1:00 PM
ეხლა ჩვენ ვართ სადღაც სუპერმარკეტში, სადაც პოპულის მსგავსი საჭმელები იყიდება და მაგიდებიცაა დასაჯდომად.
* იცით როგორ მინდოდა სუპი? - ძალიან
* იცით რამდენი დოლარი მივეცი სუპში? - 5$
* იცით რამხელა თეფშია? ძალიან პატარა. საქართველოში 4 ამდენს ვჭამდი და 5-ჯერ უფრო იაფად :D
1:16 AM
International Students Orientation
ეხლა მელოდი გვიტარებს ორიენტაციას (როგორაა ეს ქართულად?) ახალი უცხოელი სტუდენტებიდან მარტო 3-ს არ ვიცნობ. დანარენები ძალიან კარგი ბავშვები არიან.
აქ არიან ბაშვები უკრაინიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, მოლდავეთიდან, კირგიზეთიდან, ცენტრალური აფრიკიდან
ეხლა მელოდის დავყავართ ქალაქში. გვათვალიერებინებს. წეღან მის სახლში ვიყავით. ბევრი მანქანა, მოტოციკლეტი, ველოსიპედი და ცხენი ჰყავს. :P სახლში რომ შევედით ერთი ბიჭი გავაღვიძეთ, რომელი მელმა წარგვიდგინა, როგორც თავისი გოგოს ბოიფრენდი. მაგარია არა? :D
5:57
მელოდიმ ბიბლიოთეკაში წაგვიყვანა. დავრეგისტრირდით ყველა, ძალიან მაგარი ბიბლიოთეკაა, ბევრი ახალი კინოებიცაა, კომპიუტერების კაბინეტიც მაგარია. მალე კარტას გამომიგზავნიან. 2 დივიდი უკვე გამოვიტანე. მერე, ველოსიპედს რომ ვიყიდი, მარტო წამოვალ და კარგად დავათვალიერებ.
7:59 PM
ჯემის მანქანაში.
ამ წუთას გამოვედით ჩინური რესტორნიდან. ძააააააააალიან მაგარი იყო. ყველა უცნაური და საშინელი. ყველანაირი კიბორჩხალა, მოლუსკები, სუში (ეს იაპონურია მგონი, მაგრამ მაინც). ყველაფერი მომეწონა ერთი წითელი კიბორჩხალას გარდა.
ეს რაღაც დღიურის მსგავსი ჩანაწერებია.
ნამდვილ პოსტსაც დავწერ ალბათ მალე :P
21.8.09
Subscribe to:
Post Comments (Atom)



6 კომენტარი:
heheee, magaria :)
axali qveyana axali gamocdileba. :)
fasebi cota Znelia magram ras izav :)
წოწ სად ხარ გოგო აქამდე და რას გავს ეს შენი მოკლე მიმოხილვები?? :))
ვაშაა, პურის ჭამა დაბრუნდააა! მარა უფრო ვრცელ მიმოხილვალ ველოდები. და ისა.. აი ბანკზე უნდა წავაკითხო ჩვენს მენეჯმენტს, ზუსტად ნახევარი თუ არ გახდება ხოლმე, კაცი შვილს რომ არ უშვებენ შიგნით. ერთი არ მჯერავს მარტო: ყველა გაღიმებული რატომ დადის, სულელები არიან? გერმანიაა ბოლო ბოლო, ამერიკა ხომ არაა. და ამერიკიდან რა პონტში გადაფრინდით? ჰიპერ აქტიური ადამინები არ მევასება, არც თვითონ ისვენებს და არც სხვას ასვენებს.
გურამ - ამერიკაში ვარ :)))
და გერმანიიდან გადავფრინდით :)
ჩორვენი - ჰო,დავწერ ნორმალურადაც. უბრალოდ ეს დღეები ძალიან დაკავებული ვიყავი. მოვიცლი ბლოგისთვისაც.
Tomushka - კიი. ძალიან მაგარია. და ყველაფერი ახალია ჩემთვის. ალბათ საქართველო აღარ მომეწონება ამის შემდეგ :D
Aba good luck hon :)
Mikvars tvitmfrinavis afrena
რა მაგარი პოსტი იყო!
მომინდა ამერიკაში მეც :ლოლ: სერვისმა მიმიზიდა აშკარად.
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))