ყოველ დილით ადრე ვიღვიძებ (უფრო სწორად ბებიაჩემი მაღვიძებს ტელევიზორის ხმით:-@) მერე ავდგები უაზრო და არაფრისმეტყველი სახით, შევლასლასდები სამზარეულოში (თუ ვნახავ ჩემ მოსაწონ საჭმელს ხომ კარგი, თუ არადა ისევ ისეთი უაზრო სახით გამოვლასლასდები უკან), მერე გადავათვალიერებ ჩემს (მცირე) ინტერნეტ სამყაროს (არც ეს სამყარო გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით), შემდეგ კი ფიქრს ვიწყებ ჩემს უაზრო ცხოვრებაზე. გავიხედები ფანჯარაში და ჩემებურ დასკვნებს ვაკეთებ მოზამთრო ზაფხულის შესახებ. მამაჩემის დასკვნით კლიმატი შეიცვალა, ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე ახალი წელი მოვა თქო. ბოლოს კი დავასკვენი - ეს არანორმალური მოვლენა იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ერთი წლით დიდი ადამიანი დააკლდა თათიას სახით:-D ამიტომაც მოიწყინეს ფოთლებმაც, ყვავილებმაც, ცა ატირდა:-D იმის მერეა რომ ტირის და არ ჩერდება აღარ შემიძლია, რა არ ვუთხარი, რით არ დავამშვიდე მაგრამ არა!!! სანამ თათია არ ჩამოვა ასეთ ცუდ ხასიათზე უნდა ვიყოო. რა ვუყო აბა მე?!
ჩემმა უსაყვარლესმა დაიკომ თავისი თავი დახატა გულისამაჩუყებლად ამერიკაში წასვლის წინ

დედიკომ თავის ოთახში დაკიდა ეს ნახატი და რომ უყურებს ტირის:-D :-p მაგრამ თათი შენ არ ინერვიულო, გამაგრდი!!!:-D
ეს კი აეროპორტში მიმავალი ნამდვილი თათიაა, აბა შეადარეთ, გაავს?

აეროპორტიდან რომ მოვდიოდით (ანუ თათია რომ უკვე გავაცილეთ) მანქანაში გივიკომ საწყლად ამოიოხრა - "ეჰ... უკვე მომენატრა", ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ საყვარელი თვალებით, შემდეგ კი გივიკოს თვალები გაუბრწყინდა, იდეა მოუვიდა - "დედი, ერთი წლის მერე კიდევ ხომ მოვალთ აქ და ვნახავ, საჭმელს დავუყრი და გავზრდი, რა კარგია!". მივხვდით, რომ თურმე თათია კი არა, ის პატარა ლეკვი მოენატრა, აეროპორტში რომ გაიცნო.
თათია ბარგს რომ ალაგებდა მამაჩემმა რჩევა-დარიგებები მისცა, უთხრა რომ არ დაივიწყოს საყვარელი საქართველო ... ის, რომ თათია ქართველია და საქართველოზე არავინ და არაქფერი გაცვალოს... მოკლედ, ბევრი რომ არ მოვყვე, ორივე ისე შეყვა ამ საუბარს, ბოლოს გულაჩუყებულები ქართულ ეროვნულ სამოსში გამოეწყვნენ და კადრიც დამაფიქსირებინეს.

აი ასეთი საყვარელ ოჯახში ვცხოვრობ მე!!!
მოკლედ, რაც თათია წავიდა მოსვენება აღარ მაქვს.
-სკაიპში შემოვა, ისმის ყიჟინა...
-თემო ჩქარა...
-თათია შემოვიდა...
-გივიკო მოდი თათია დაგანახო...
-ჩქარა ხალხო...
-ბააააააა...
-ვაიმე, შენ კი შემოგევლოს შენი დედა...
-გვანცა ნუ თიშავ თორემ მოგხვდება!!!:-@
-უყურე თემო, ნახე...
-რას ჭამს? რას აკეთებს? რა აცვია? და ასე შემდეგ...
ქუჩაში გავდივარ, მხვდება ვიღაც ნაცნობი (თუ უცნობიც რა ვიცი ერთი). იმართება დიალოგი:
-როგორ ხარ?
-კარგად, თქვენ?
-თათია როგორაა? სად ცხოვრობს? როგორ შეეგუა? დაიწყო სწავლა? როგორ მოსწონს იქაურობა........
სახლში რეკავს ტელეფონი:
-როგორ ხარ?
-კარგად თქვენ?
-კარგად. თათია როგორაა? კარგ ოჯახშ ცხოვრობს? კარგად სწავლობს? ხომ არ მოენატრეთ? ხომ კარგადაა? შეეგუა იქაურობას?.......... და მრავალი ასეთი კითხვა. პასუხები უკვე დავიზეპირე:-D
გუშინწინ გივიკოს და დედიკოს დაბადების დღე გადავიხადეთ. ბევრი სტუმარი გვყავდა. იმდენი ბავშვი იყო, დათვლით ჩავაბარეთ პატრონებს:-)
რაც ახალციხეში ვარ ჩვენი ტრადიციული კითხვა - დღეს რა ვჭამოთ - დიდად არ მაწუხებს, ალბათ იმიტომ, რომ ამაზე ჩემზე მეტად სხვა უფრო ფიქრობს. ისე, ამ გახსენებაზე რამდენი ხანია პილმენები არ მიჭამია?! გავითვალისწინებ ამას და მარიამობას პილმენებით აღვნიშნავ. წინასწარ გილოცავთ ამ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!:-)



10 კომენტარი:
hahaaaaaaaaaaa. dzalian bevri vicine :D
tan bibliotekashi var da chemi sicilit xalxi shevacuxe :D
dzaan magaria.
:)
საყვარლები ხართ ყველანი.
ნუ დალასლასებ სამზარეულოში :P როცა თბილისში იქნები მარტო, მერეც გეყოფა :D :hugs:
აღფრთოვანდინახატით:)
კარგად წერთ ორივე. მითუმეტეს, თუ ეს ძალით ნაწერია, გულით რაღა იქნება ;)
აუ, ლეკვზე რა მაგარი იყო! :D :lol:
:))))
კარგი იყო.. :როლლ:
ჩემი დღეებიც რაღაც სულ ერთმანეთს ჰგავს.. :დ
vaiii, tat, mgoni sheni dac shenze metad shemiyvarda, mere unda gamacno sheni ojaxi!
რახან ყოველ დღე პილმენების ჭამა აღარ გიწევთ... )))
ზატო ხო ჩამოხვალ და მერე დაიწყება ისევ კითხვები დღეს რა ვჭამოთ და რომელმა უნდა მოხარშოს პილმენი და რომელმა შეწვას კარტოფილი )))
მომენატრე :*
:D eh ra kargia :D
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))