ტრენდონი 20 წლის ბიჭია, რომელსაც ძალიან მოვწონვარ. კი არადა მითხრა, რომ ვუყვარვარ. რამდენიმე კვირაა რაც გავიცანი და სიმპატიები მეც მაქვს. უკვე ვიცნობ მის ოჯახს, ჰყავს დედა, მამინაცვალი და პატარა და-ძმა. კაილენი 2 წლისა, ძალიან საყვარელი ბავშვია. თავიდან ძალიან მორცხვი იყო ჩემთან, ეხლა კიდევ რომ მხედავს, სულ ჩემთან თამაში უნდა. 9 წლის ბრეიდონს კიდევ ჩემთან ერთად ვიი(wii)-ს თამაში მოსწონს.
გადავიდეთ ტრენდონზე. რამდენიმე დღის წინ მეკითხება, თუ რა საჭმელი მესიამოვნება, რომ გამიკეთოს. ვეუბნები, რომ ის საჭმელი, რაც მე ეხლა მინდა ვერ გააკეთებ-თქო (მაშინვე ქართულ საჭმელზე წავედი და პირველი რა ამომიტივტივდებოდა აბა მიხვდით). რას ქვია ვერ გავაკეთებო, მითხარი სახელიო - დავუწერე - Khinkali, დაგუგლა, იშოვა რეცეპტი და დაიწყო გაკეთება. მივედი და გადავუღე სურათები, თან სულ ვიცინოდი. ძალიან სასაცილოდ აკეთებდა. მე სპეციალურად არ ვეუბნებოდი როგორ უნდა ექნა. ხანდახან დედამისი ეხმარებოდა.

ღორის ხორცი მიკროტალღურში:

კაილენი, რომელიც ტრენდონს გულშემატკივრობდა ხინკლის კეთებაში:

ტრენდონმა ცომი გაშალა:

როცა ხინკლის შეხვევაზე მიდგა საქმე, ძალიან გაიჭედა. რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ მე დავეხმარე და თითქოს გამოცდილი ხინკლის მკეთებელი ვიყავი, რამდენიმე ხინკალი შევახვიე.
აი ამერიკული ხინკალიც:

რა თქმა უნდა ხინკლის გემო არ ჰქონდა, მაგრამ თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ ნამდვილი ხინკალი იყო. კაილენს ძალიან მოეწონა ბრეიდონისგან განსხვავებით. ტრენდონსაც მოეწონა: კიდევ გავაკეთებ ხოლმეო :D



18 კომენტარი:
შემდეგ ჯერზე თათია საცივსაც თუ გააკეთებინებ მაგარი იქნება! :)
OMG HAHA!!!! Nice Tatia that was such a fun time, I really enjoyed spending the time to cook everything with you! I cant wait make something else. :*
თაათიკუნა გენაცალე შენა. რატო არ ქონდა დედიკუნა ხინკლის გემო?> ფქვილი ჩადეთ შიგნით? :D რა გინდა საჭმლის კეთება არ ვიცი არ ვიციოოოო და ხინკლის შეხვევა კი გცოდნია. ამას გვიამალავდი? :-O :X
უი მართლა აი ჭუჭყიანი ბოვში სად იშოვე :-D
:D :D So sweet :)
Tendon - try "Khachapuri"
თათია, ამ კაცს სამსინგ ელსის კეთება უნდა შენთან :D
თქვენ უნდა მომკლათ, თქვენ უნდა მომკლათ? დაწერეთ რამე ხოლმე კაცო.. ქალო ანუ თორემ ისე დაბლაა ქვენი ბლოგი ჩაყვინთული, დაიხრჩობა სადაცაა. :)
პ.ს. What is love..
ვახ, რა უწვალია კაცს აზრზე ხართ? Good luck Trandon! ;)
თათი შენ ხარ აუტანელი და საძაგელი გოგო :)) აწვალე დათან დასცინე ხოო !!
ძალიან საყვარელია კი არადა სოუ სვით!!
Tendon
NIce Try , What will be next?
ძაან საყვარელია ტრენდონი ))) მართლა, მიხარია, რომ მაგასთან ხარ )))
Trendon, when you come in Georgia, we will make a real khinkali 4 u )))
kai bichia, kai :D
vah vah yochag trendons ;;) :D
შემდეგ მოვა ხაჭაპური, ჩურჩხელა და ა.შ.
რატომაც არა ;)
რა საყვარლობააა ))როგორ მიყვარს ასეთ სიურპრიზებს რომ გიწყობენ ხოლმე ))ყოჩაღ ტრენდონს ))
ძალიან ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით ხინლის ფოტოებზე :D:D:D
ყოჩაღ თქვენ!!! :*
ალოოო! ცოცხლები ხართ?
მთავარი არის ის გული რაც მან გაკეთებაში ჩადო, ამ შემთხვევაში გემო მეორეხარისხოვანია. ძალიან სასიამოვნოა როცა შენთვის ასეთ რამეს აკეთებენ, აღფრთოვანებული დავრჩიიი :X
Post a Comment
აბა რას ფიქრობთ? :))