9.11.09

Halloween

როცა ამერიკელებს ვუთხარი, რომ ჰელოუინი არასოდეს აღმინიშნია საქართველოში, გაგიჟდნენ. ეს არის ამათთვის უდიდესი თარიღი. ემზადებიან 1 თვით ადრე და ამთავრებენ 2 კვირის მერე.

მახსოვს საქართველოში შარშანდელ ჰელოუინზე რა ამბები იყო. მაინცდამაინც არ მაინტერესებდა ადრე, მაგრამ ეხლა ნამდვილად მინდა, რომ საქართველოშიც შეეძლოს ყველას ერთით მეტი დღე აღნიშნოს.

დეკორაციები:
მეზობლები იმის მიხედვით გაფასებენ, თუ როგორ გამოიყურება შენი სახლი ჰელოუინის ღამეს. ჩემს ოთახელებს დიდი შოპინგი ჰქონდათ ჰელოუინამდე 5 კვირით ადრე. მერე დაიწყეს მორთვა და 1 თვე ვუყურებთ კარებზე ჩამოკიდებულ ობობის ქსელებს, ჯადოქრებს, ცოცხებს, ღამურებს და სისხლიან კაცებს.
ერთი ქალის სახლში ვიყავით გოგრების გასაკეთებლად. აი მაგ სახლს ნამდვილად კარგი სტატუსი ექნებოდა მეზობლებში. ალბათ ათასობით დოლარი ჰქონდა დახარჯული საჰელოუინო დეკორაციებში. მართლა ლამაზად და გემოვნებით იყო გაკეთებული ყველაფერი.

ჰელოუინამდე 1 კვირის წინ ტრენდონის ოჯახთან ერთად ვიყავი საშინელებათა ქალაქში. ის იყო ყველაზე მაგარი რამე, რაც კი შეიძლებოდა წარმომედგინა. ძალიან, ძალიან მაგარი და საშიში. გზაში ვეუბნებოდი ტრენდონის დედას, რომ ვარიანტი არაა, არ ვიყვირებ-მეთქი, ეგრე ვერ შემაშინებენ-მეთქი და მითხრა, რომ რამდენჯერაც დავიყვირებდი, იმდენჯერ დამერეცხა ჭურჭელი. :D ჰოდა მომავალ კვირას ყოველ დღე ჭურჭელს ვრეცხავდი :))

ჰელოუინამდე 2 დღის წინ კოლეჯში ფართიზე წავედით. აი ჩვენი კოსტუმები: ტრენდონმა (რომელსაც თათია ერქვა იმ საღამოს) რომ ეს კაბა ჩაიცვა არც ისე მომეწონა, მაგრამ ფართიზე რომ მივედით და კიდევ 2 ბიჭი რომ დავინახე გოგოს კაბით, ჩემი მეწყვილე ყველაზე ლამაზი იყო. ცოტა ხანში მე არც ისე კარგად ვიგრძენი თავი სხვა სქესის სტატუსში და ჩემი ნამდვილი კოსტუმი ჩავიცვი.

ჰელოუინის ღამეს trick or treat-ზე წავედი ტრენდონის ოჯახთან ერთად. იმ სახლების კარებზე ვაკაკუნებდით, სადაც გარეთა ნათურა იყო ანთებული და გვაძლევდნენ უამრავ ტკბილეულობას. ეხლაც, 1 კვირის მერეც მაგას ვჭამთ. პატარა კაილენი ანგელოზის ფორმაში მართლა ძალიან ლამაზი იყო. ზოგ სახლს ტანსაცმლიანი ძაღლები გვიღებდნენ, ზოგ კარებთან დიდი პინგვინები იძლეოდნენ კანფეტებს. ერთი სახლის ეზოში შევედით, რომელიც უკვე საშიში იყო მუქი ნათურებით, ღამურებით და საშიში ხმებით. ჰოდა გამოვიდა არსება, რომელსაც სახე არ ჰქონდა. მართლა შემაძრწუნებელი რაღაც იყო. ჰარი პოტერში რომ ვოლდემორია, კაპიშონით და სახის მაგივრად რომ სიბნელეა, ეგეთი რაღაც იყო. კაილენს ისე შეეშინდა, ტირილი დაიწყო, ბრეიდონს კიდე თავისი კანფეტები აღარ ახსოვდა, ისე გაიქცა უკან.

ეხლა 1 კვირაზე მეტი გავიდა ჰელოუინიდან, მაგრამ ქუჩაში გავლისას მაინც მანათობელი გოგრებიანი სახლები გვხვდება. მოკლედ, საინტერესო დღესასწაულია.

10 კომენტარი:

clown said...

საინტერესოა :)

iasamani said...

კულ'

Sunny said...

:p :p მართლა მაგარია... მე მინდოდა წასვლა ძაააან მაგრამ ვინ გამახარააა :D :D არადა საქართველოშიც ძალიან ბევრი ფართი ტარდებოდა მაგ დღეს...

Tomushka said...

magari dro gitarebia :)

me ar avrnishnav da arc davdivar micvevebze. yvelaferi amas erti did bavshvobaa an bavshobashi dabrunebis mcdelobad mivichnev :)

vasasi said...

vaime, dzalian momewona..

:))

xSirad daposte xolme ra.. :)

ჩორვენი¹³ said...

a ra magariaaaa
minda mec midan vaaa :D

გურამი said...

უფ, რახან თქვენ გამოჩნდით და ცოცხლები ხართ.. ისაა უნდა წამეშალა თქვენი ბლოგი ჩემი ბლოგლისტიდან. :)

Sophie Golden said...

ლოლ
რა მაგარია!
მე კიდევ მეგობრებთან ერთად მივდიოდი ღამე და უცებ ეკლესიის ეზოდან არ გამოცვივდნენ ჩონჩხები, they scared hell out of us :D

Sophie Golden said...

P.S. It was Halloween, მოლანდებები დაეწყოო, იფიქროთ :D

გვანცა said...

მინდა გითხრათ ძალიან სიმპათიური მეუღლე გყავთ! ისე ეგეთი საშინელება თუ იყო ჰალოუინი არ მეგონა... P.S. ვეცდები მეც დავპოსტო რამე:-p

( LOVE YOU ! )

:) ;) :D :p :( :* ;)) ;;) :(( :X =(( :-o :-/ :| 8-} :)] ~x( :-t b-( :-L x( =))

Post a Comment

აბა რას ფიქრობთ? :))