26.6.09

კოლოქვიუმი კაფეში, ყავით და სიგარეტით

ვინმე დაუპატიჟიხართ ლექტორს კოლოქვიუმის საწერად ყავაზე იმიტომ, რომ თავის დროზე არ მიხვედით? ძაან მაგარი ლექტორი მყავს - ირინე (გვარი არ ვიცი). დამირეკა, ზეგა ფრედოსთან მოდიო. ვიფიქრე გარეთ დამხვდებოდა და უნივერსიტეტში წავიდოდით. თურმე უკვე იჯდა და მელოდებოდა ყავით და სიგარეტით ხელში. იქვე დავწერე, იქვე შემისწორა და 20-დან 20 ქულა დამიწერა. 96 გამომდის საერთო ჯამში.

ეხლა თავზე მოგახვევთ, თუ რატომაა ჩემი უნივერსიტეტი კარგი და რატომ მიყვარს ესე ძალიან.

2 წელი ვისწავლე სამედიცინო უნივერსიტეტში. ვერ გავუძელი იმათ კომუნისტურ რეჟიმს, ლექტორებს(შუკაკიძეს, არზიანს), შემძულდა ექიმობა და გამოვედი. როცა მეორედ ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს და პირველ ადგილზე ჩავწერე, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება, ბევრს გაუკვირდა: ჰაა?? რა გინდა პუშკინში? თსუ არ ჯობია? ეგეთი კომენტარები მესმოდა სულ. მე ვიღიმოდი და ყველას ვეუბნებოდი, რომ სწორედ აქ მინდოდა.

ნუ, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩავაბარებდი. პირველი ადგილიც ავიღე პირველკურსელებს შორის. დეკანატში რეგისტრაციისას განსაკუთრებით შემხვდნენ. ჩემი სახელი სტიკერზე ამოწერილი და გაკრული ჰქონდა ერთ ქალს.


როგორც იცით, გვანცა სწავლობს თსუ-ში - ეს ნიშნავს მუდმივ სტრესს, ნერვიულობას, დაძაბულობას. ერთხელ გვანცა ჩემს ლექციას დაესწრო და ძალიან მოეწონა: "რა კარგი დამოკიდებულებაა ლექტორებსა და სტუდენტებს შორის. ჩვენთან ლექტორს რამე რო უთხრა, შემოგიბღვერს ან დაგიყვირებს". სწორედ ეს მეგობრული დამოკიდებულოება მომწონს ამ უნივერსიტეტში. შეიძლება "ნაკლები სახელი" აქვს, შედარებით დაბალქულიანი სტუდენტები აბარებენ, მაგრამ შედეგი კარგია. ჩვენ უფრო თავისუფალი ადამიანები დავდგებით. პირველ კურსზე არ მოგვაყარეს პირდაპირ რთული მასალა. ასევე მოგვცეს საშუალება 1 წლის შემდეგ აგვერჩია პროფესიები. ამ ერთ წელში გვიტარებენ შესავალ კურსებს და გვიხსნიან, თუ რა შეიძლება გამოვიდეთ, ანუ აბნეულები აღარ ავირჩევთ პროფესიას. არ დავუჯერებთ მხოლოდ სხვის რჩევას, თუ რა ჯობია. ჯერ შესავალი კურსებით გამოვცდით ჩვენს თავს, რა მოგვწონს, რაში გვაქვს ნიჭი და შემდეგ გადავწყვეტთ, თუ რა გამოვიდეთ.

ასევე ძალიან მომეწონა პირველი კურსის საგნები: აკადემიური წერა, დისკუსიის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ხელოვნება, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, კომპიუტერის საბაზისო კურსი. ამ ყველაფრის ცოდნა ხომ ყველასთვის საჭიროა პროფესიის განურჩევლად?!

მოკლედ, დავასრულე ჩემი პირველი სასწავლო წელი ჭავჭავაძის უნივერსიტეტში. ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ აქ ვსწავლობ. ერთი წლით უნდა დავემშვიდობო, ამერიკის კოლეჯზე უნდა გავცვალო. აკადემიურს ავიღებ და კვლავ დავუბრუნდები.

16.6.09

პოსტი უნივერსიტეტიდან

გვანცა მეუბნება სულ შენ წერ პოსტებს და მე აღარ მაცლიო. აჰა, ამდენი დღე დავაცადე და არ დაუწერია, ჰოდა მაგას აღარ დაველოდები.

დღეს დილას, 9-ზე კოლოქვიუმი მქონდა. წინა ღამით გვანცამ მაღვიძარას შეუცვალა ხმა, რის შედეგადაც მე აღარ გამეღვიძა და კოლოქვიუმი შემომეცდინა. კიდევ კარგი ლექტორთან "კარგად ვარ" :p დავურეკე და შემპირდა, რომ მერე დამაწერინებს. (ეს იმის ბრალია, რომ ყოველთვის პირველ მერხზე ვზივარ :D )

გამოცდები გვაქვს სამივე სტუდენტს და ვცდილობთ ვიმეცადინოთ.

კიდევ ისაა სიახლე, რომ სახლში 2 დღეა ინტერნეტი არ მაქვს და უინტერნეტობით დატანჯულმა დღეს მოვაკითხე ჩემი უნივერსიტეტის კომპიუტერულ დარბაზს. პირველად აქ ვიყავი წლის დასაწყისში და ეხლა დიდი განსხვავება შევნიშნე: პირველად რომ შემოვედი და დავინახე კომპიუტერებში მშობლიური უბუნტუ, გამეხარდა, მივუჯექი და გემრიელად შევცურე ინტერნეტში. (ჰაჰა, რა ფრაზაა :p) მერე ამოვყვინთე და დავინახე, რომ ხალხი ცოდვილობს ლინუქსში გარკვევაში. ერთი-ორს დავეხმარე.

განსხვავება დღეს: დარბაზი უკვე გადაჭედილია უბუნტუს მცოდნე სტუდენტებით. მაგარია არა? მომეწონა აქაურობა. მერე რა, რომ ჩემ წინ ერთი გოგო ინტერნეტს იმისთვის იყენებს, რომ საბავშვო ნახატები გააფერადოს. კიდევ ბეეევრი youtube-ია გახსნილი. საინტერესო კიდევ ისაა, რომ facebook დაბლოკილი არაა, მაგრამ დაახლოებით 100 კომპიუტერიან დარბაზში არცერთს არა აქვს გახსნილი. ეს მე მიკვირს, რადგან ინტერნეტთან კავშირისას ჩემთვის პირველი საიტია, რასაც ვხსნი.

ერთი ბიჭი გააგდო ამ წუთას დარბაზიდან ერთმა სწერვა გოგომ (დამკვირვებელმა თუ რაღაც მსგავსმა) და თან მიაძახა:
- მათხოვარი.
- რა ბრძანეთ? - ბიჭი
- არაფერი, გაბრძანდით და იცოდეთ ვის როგორ მოექცეთ :D

ვაიჰ... კინაღამ ეს პოსტიც წაიკითხა იმ გოგომ. მომადგა და უცებ გადავრთე :p

მოკლედ, უნივერსიტეტში დაძაბულობისა და გამოცდების სუნი ტრიალებს. სადარბაზოებში ისევ იჭერენ სიგარეტიან გოგო-ბიჭებს. თანამედროვე აზროვნების ლექტორი ისევ ძალიან მომწონს. ჩემი ჯგუფელები ალბათ ისევ სურათებს იღებენ ზევით აუდიტორიებში. მე და გვანცა ისევ ვჩხუბობთ სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების გამო.

ერთი ბიჭი კიდევ გააგდეს: - რა საიტებზე უნდა შეხვიდე იცოდე,
ნეტა სად შედიოდა? :p

10.6.09

studentebi.ge

Whohoooo
ამიერიდან ჩვენ ბლოგზე მოხვედრისათვის შეგიძლიათ უბრალოდ აკრიფოთ studentebi.ge.

ზოგი კომპიუტერიდან www-ს დამატება უნდა წინ. ვერ ამისამართებს თვითონ. www.studentebi.ge

6.6.09

სტუმრად მშობლები

რამდენიმე დღეა გვშია.
მართლა გვშია. პრინციპში, ეხლა უკვე აღარ, რადგან გუშინ საღამოს მშობლები გვესტუმრნენ.

რომ შემოვიდნენ სახლში, მეძინა, გამეღვიძა და იცით პირველი რა ვკითხე? საჭმელი მოიტანეთ-მეთქი?
მაშინ დაიჯერეს ჩვენი ტელეფონში წუწუნი, რომ გვშია. თან შემატყეს, რომ დავსუსტდი.
ჰო, უკვე კარგა ხანია იმის აღნიშვნას, რომ დავსუსტდი კომპლიმენტად და სიხარულით არ ვიღებ. იმიტომ, რომ ძალიან მინდა გავსუქდე. უცნაურია? ჰო, შეიძლება, მაგრამ მართლა ძალიან მინდა გასუქება. ძალიან მსუქანი რომ ვიყო ეგრე არა. უბრალოდ, პუტკუნა რომ მერქვას.

ჩვენს სტუდენტურ სახლში შეუძლებელია ამის ასრულება.

ჰოდა ამ შიმშილობის პერიოდში დამებადა კარგი იდეა. სვითის ხომ აქვს ასეთი რაღაც: ყოველ თვე დებს მოწვეული ბლოგერის პოსტს თავის ბლოგზე. ჰოდა რა მოხდებოდა, რომ ჩვენც მოვიწვიოთ ვინმე ბლოგერი და გაგვიკეთოს საჭმელი? ჰა? რას იტყვით? ინგრედიენტები ჩვენზე იყოს. ოღონდ ამ საჭმელში არ უნდა შედიოდეს პილმენები და შემწვარი კარტოფილი. სხვა ყველაფერი დასაშვებია.

დღეს გვიხარია, დედამ ჩებურეკები გაგვიკეთა და კიდევ სხვა რამეებიც. ხვალაც ბევრ საჭმელს გაგვიკეთებს და წავა იმ იმედით, რომ ეს ცოტა ხანს მაინც დაგვანაყრებს.

ისე, სადმე მზარეულის ქირაობის სერვისი არაა? საინტერესო იქნება. ბევრ სტუდენტს მოეწონებოდა ;)
ერთი პერიოდი, ჩემი კომპიუტერ დიეტის დროს, ჩვენს სახლში შემოვიღეთ მონობის ინსტიტუტი, რაც გულისხმობდა იმას, რომ ერთ დღეს ჩვენ, 3 სტუდენტიდან ერთ-ერთი იყო მონა, რომელსაც ევალებოდა საჭმლის გაკეთება და სახლის დალაგება. კარგი დღეები იყო. ვჭამდით ხოლმე და დალაგებულ სახლში ვიძინებდით. მაგრამ, მალე მოგვბეზრდა და შევეშვით. მე ისევ ვიბრძოლებ მონობის აღდგენაზე. იმ ხელშეკრულებას გამოვიტან, რომელიც ადრე დავწერეთ და შევეცდები მისი ძალით ყველაფერი აღვადგინო.

მოკლედ ეხლა წავედი, უნდა ვჭამო...

2.6.09

მზიური, 1 ივნისი ანუ როგორ ვისწავლე მანიკურის წასმა


  • კონვერტებისა და მისალოცების დამზადება/ბავშვებისთვის სწავლება. მოკლედ, ფერადი ფურცლებითა და მაკრატლებით დასაქმება

  • წვენის საწრუპი ჩხირებისგან სამკაულების დამზადებაში ბავშვების მოხამრება

  • სილამაზის სალონი: მანიკურები და თმის ვარცხნილობა.

  • მიუხედავად ჩემი აბსოლიტური გამოუცდელობისა მანიკურის წასმასა და თმის ვარცხნილობებში, მაინც სილამაზის სალონში ”მუშაობა” ავირჩიე.
    ეს იყო გუშინ, 1 ივნისს, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში: ”ჩვენ ვხედავთ მზეს 2009, მეტი სითბო.”
    ძალიან ლამაზი დღე იყო. მერე რა, რომ ბავშვები 2 ხელის 10 თითზე 10 სხვადასხვა ფერის მანიკურის წასმას მთხოვდნენ და რომ გაშრებოდა მერე გამჭვირვალე ბრჭყვიალა ლაკის გადასმას?
    სიმართლე გითხრათ? ადრეული ბავშვობის მერე მანიკური არ წამისვამს.
    როცა შევამჩნიე, რომ ვიღლებოდი, ბრჭყვიალა ლაკის გადასმაზე ბავშვებს უარს ვეუბნებოდი და კიდევ ერთი სტრატეგია შევიმუშავე:
    2-3 ბავშვს დავადებინებდი ხელებს მაგიდაზე, ავიღებდი ერთ ფერს, წავუსმევდი 1-1 თითზე, მერე მეორე ფერს სხვა თითებზე და ა.შ. შედეგად მივიღეთ უფრო მეტი ფერადთითიანი და გახარებული ბავშვი.

    აი, ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როცა პირველად გავხსენი მანიკური და დავინახე მაგიდაზე დადებული ბავშვის თითები, რომელიც უნდა ”გამელამაზებინა”. იმ წამებში ათასმა ფიქრმა გამიარა თავში: რა მინდოდა, რას ვერჩოდი, რაც შემეძლო იქ რატომ არ წავედი და ა.შ. მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა აღარ შეიძლებოდა.
    შემდეგები წავიდა კარგად... ჩქარ-ჩქარა :D

    ჰო, მარტო მანიკურის წასმით არ შემოვფარგლულვარ. თუ დაინახეთ მოკლეთმიანი, სამ კიკინიანი ბავშვი ფერადი ძაფებით, ეგ ჩემი ნახელავი იყო. ასევე გავართეთ ყველა სახალისო თამაშებით. მერე დიდი პარაშუტი ”გავბერეთ”
    მერე ბასტი-ბუბუს ბავშვების კონცერტი იყო.
    საერთო ჯამში, ძალიან კარგი საღამო იყო. სასიამოვნო აურა და ღიმილიანი სახეები.