ზაფხული არ მიყვარს: ჯერ ერთი ცხელა, მეორე - საქმე არა მაქვს, მესამე - საქმე რომც მქონდეს სიცხის გამო ვერაფერს ვაკეთებ.
დასასვენებლად არსად ვყოფილვარ. გვანცა კი წავა ოჯახთან ერთად მას მერე, რაც ამერიკაში გამაგზავნიან.
დღეები ძალიან უაზროდ და ერთფეროვნად გადის. რაც სახლში wifi დავაყენე, უფრო ნაკლებ დატვირთული გავხდი, რადგან კომპიუტერის ჩართვისათვის საწოლიდან ადგომაც არ მიწევს. დილა – ძილი, შუადღე – ინტერნეტი, საღამო – ინტერნეტი, ღამე – ინტერნეტი + წიგნი. აი ესაა ჩემი ჩვეულებრივი დღე.
ხანდახან არის კარგი მომენტებიც. მაგალითად თეოს დაბადების დღე, რომელიც აბასთუმნის ტყეში აღვნიშნეთ. შეიძლება ითქვას, ეს იყო ყველაზე მაგარი დაბადების დღის წვეულება, სადაც მე ვყოფილვარ. სადღაც 4 საათზე წავედით ეროვნულ პარკში და სახლში 12 საათზე დავბრუნდით. ყველაზე მაგარი იყო უდიდესი დინამიკები, უმაგრესი მუსიკა და გრძელი მაგიდა – ჩემი, თეოს და მაკოს საცეკვაო ადგილი.
ეხლაც დაბადების დღეზე ვარ. ამჯერად ჩემი ნათესავის. ისევ ღია ცის ქვეშ, აგარაკზე, ეზოში, თუმცა ნაკლებად გაგვიმართლა – აწვიმდა. საერთოდაც, ძალიან მეზარებოდა აქ წამოსვლა, მაგრამ მამამ მითხრა, რომ უნდა გამათხოვოს. (!) ჯერ-ჯერობით ნიშნობის ბეჭედი არ მიკეთია და იმედია სახლშიც “უვნებელი” დავბრუნდები.
- აბა გათხოვება არ გინდა? - ეს იყო მამას პასუხი ჩემს გაკვირვებულ თვალებზე. - ხალხი ერთმანეთს პოულობს ასეთი შეკრებების დროს (ამ დროს ეგრევე ქორწილი ამომიტივტივდა თავში), აბა როგორ უნდა გათხოვდე? ინტერნეტით?
რაღას ვეტყოდი ასეთ დასაბუთებული არგუმენტის შემდეგ. ჩავიცვი და წავედი, თან ლეპტოპი წავიღე. ეხლა საქანელაზე ვზივარ, ლეპტოპით მუხლებზე და ვუყურებ მაგიდას – მარჯვნივ ბიჭები, კაცები და გვანცა, მარცხნივ - ქალები. რაღაც პერიოდში ერთხელ სათითაოდ შემომხედავენ, თავს სინანულით გააქნევენ და განაგრძნობენ სმა-ჭამას.
ჰო, ძალიან იშვიათად ესეთი განსაკუთრებული დღეები გამოერევა ხოლმე. კიდევ ძალიან განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი დღე იქნება 3 აგვისტოს, ჩემი შეხვედრა ამერიკის კონსულთან, მერე კიდევ ვიზის ლოდინი.
წინასწარ არ ვიცი კიდევ როგორ გავატარებ ზაფხულს 15 აგვისტომდე, მგონი ისევ ინტერნეტთან. ჰო, და კიდე... შევეცდები უფრო ხშირად განვაახლო ბლოგი.
27.7.09
15.7.09
1 თვე
გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე PDO-ზე ვიყავი. ეს იყო მოსამზადებელი შეხვედრა ამერიკაში გამგზავრებამდე. გვესაუბრნენ აბსოლიტურად ყველაფერზე.
მთავარი, რამაც ჩემზე ყველაზე ძალიან იმოქმედა, ეს იყო ერთი გოგოს გამოცდილება, ვინც შარშან ჩემს კოლეჯში იყო: საჭმელი მე თვითონ უნდა მოვამზადო. ვინც ჩემი ბლოგის მუდმივი მკითხველი ხართ, მიხვდებით რამხელა შოკი მივიღე. თან 8 ფინალისტისგან მხოლოდ მე მიწევს საჭმელების გაკეთება. სხვა ყველა კოლეჯის და უნივერსიტეტის კაფეტერიებში შეჭამს.
თუ დააწკაპებთ, ნახავთ ჩემი კოლეჯის ინტერიერს.
აქ კი ექსტერიერს.
შეხვედრებზე გაგვაფრთხილეს, რომ ჩასვლის შემდეგ გვექნება cultural shock. ნაკლებად რთული იქნება მათთვის, ვინც კამპუსში იქნება. ასევე გაგვიჭირდება დროის სხვაობასთან შეგუება. თუმცა ისიც გვითხრეს, რომ ეს ნორმალური რეაქციაა. რაც მთავარია, შევეგუებით, და ჩვენი დიაგრამა დადებითისკენ აიწევს. როცა პიკზე იქნება, წამოვალთ საქართველოში და ჩამოსვლის მერეც დაგვეწყება დეპრესიები, მაგრამ ამასაც შევეგუებით.
რაც ძალიან მომეწონა: ამერიკაში აქვთ ყველაზე დიდი პერსონალური სივრცე. მაგალითად, ლაპარაკისას, ბანკომატის რიგში უნდა დავდგეთ მოშორებით. ისინი არ კოცნიან და ეხვევიან ყველა შემხვედრს და ნაკლებად ერევიან ერთმანეთის პირად ცხოვრებაში.
რაც ნაკლებად მომეწონა: შეხვედრებზე და ლექციებზე დაგვიანება ძალიან ცუდ ტონად ითვლება. ნუ პრინციპში ეს ყველგან ესეა, მაგრამ დროის სწორად განაწილება ჩემი სისუსტეა.
ძალიან მაინტერესებს რამდენად მართალია ეს, როგორ იქნება ჩემს შტატში, კამპუსში.
მანამდე კი ჩვენში გაბატონებული სტერეოტიპებით დაველოდებით ამერიკელებთან შეხვედრას.
პირველი, რაც სტერეოტიპებზე ფიქრისას თავში მომივიდა, ეს იყო სწრაფი კვების ბევრი ობიექტის და შესაბამისად, ბევრი კლიენტის არსებობა. მისი შედეგი კი - ზედმეტი კილოები. როდესაც ჩემი ეს ფიქრი ხმამაღლა ვთქვი, ქრისმა (რომელიც ამერიკელია), თავისი ტანი შეათვალიერა. :D თუმცა იგი არ ჯდებოდა ამ სტერეოტიპში.
ამერიკელების სახის წარმოდგენისას ასევე გაგვახსენდა მათი მუდმივი ღიმილი. დროისა და ფულის ექვივალენტობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ესეც დადებითია.
ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ?
იქ უნდა ჩავატაროთ პრეზენტაცია საქართველოზე, სადაც სავარაუდოდ სურათზე მოყვანილ თემებს განვიხილავთ.
წინასწარ გავიცანი ჩემი მომავალი კურსელები, ძირითადად UGRAD-ის პროგრამაში გამარჯვებულები. ძალიან მეგობრული და აქტიური ბავშვები ჩანან.
so... წავედი ეხლა მე. დღეს მე საჭმელი მაქვს (რადგან სახლში არ ვრჩები) და მიხარია :))
მთავარი, რამაც ჩემზე ყველაზე ძალიან იმოქმედა, ეს იყო ერთი გოგოს გამოცდილება, ვინც შარშან ჩემს კოლეჯში იყო: საჭმელი მე თვითონ უნდა მოვამზადო. ვინც ჩემი ბლოგის მუდმივი მკითხველი ხართ, მიხვდებით რამხელა შოკი მივიღე. თან 8 ფინალისტისგან მხოლოდ მე მიწევს საჭმელების გაკეთება. სხვა ყველა კოლეჯის და უნივერსიტეტის კაფეტერიებში შეჭამს.
თუ დააწკაპებთ, ნახავთ ჩემი კოლეჯის ინტერიერს.
აქ კი ექსტერიერს.
შეხვედრებზე გაგვაფრთხილეს, რომ ჩასვლის შემდეგ გვექნება cultural shock. ნაკლებად რთული იქნება მათთვის, ვინც კამპუსში იქნება. ასევე გაგვიჭირდება დროის სხვაობასთან შეგუება. თუმცა ისიც გვითხრეს, რომ ეს ნორმალური რეაქციაა. რაც მთავარია, შევეგუებით, და ჩვენი დიაგრამა დადებითისკენ აიწევს. როცა პიკზე იქნება, წამოვალთ საქართველოში და ჩამოსვლის მერეც დაგვეწყება დეპრესიები, მაგრამ ამასაც შევეგუებით.
რაც ძალიან მომეწონა: ამერიკაში აქვთ ყველაზე დიდი პერსონალური სივრცე. მაგალითად, ლაპარაკისას, ბანკომატის რიგში უნდა დავდგეთ მოშორებით. ისინი არ კოცნიან და ეხვევიან ყველა შემხვედრს და ნაკლებად ერევიან ერთმანეთის პირად ცხოვრებაში.
რაც ნაკლებად მომეწონა: შეხვედრებზე და ლექციებზე დაგვიანება ძალიან ცუდ ტონად ითვლება. ნუ პრინციპში ეს ყველგან ესეა, მაგრამ დროის სწორად განაწილება ჩემი სისუსტეა.
ძალიან მაინტერესებს რამდენად მართალია ეს, როგორ იქნება ჩემს შტატში, კამპუსში.
მანამდე კი ჩვენში გაბატონებული სტერეოტიპებით დაველოდებით ამერიკელებთან შეხვედრას.
ამერიკელების სახის წარმოდგენისას ასევე გაგვახსენდა მათი მუდმივი ღიმილი. დროისა და ფულის ექვივალენტობა რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ესეც დადებითია.
ჩვენ, ქართველები რითი ვამაყობთ?
წინასწარ გავიცანი ჩემი მომავალი კურსელები, ძირითადად UGRAD-ის პროგრამაში გამარჯვებულები. ძალიან მეგობრული და აქტიური ბავშვები ჩანან.
so... წავედი ეხლა მე. დღეს მე საჭმელი მაქვს (რადგან სახლში არ ვრჩები) და მიხარია :))
ტეგები:
IREX,
UGRAD,
USA,
ამერიკელები,
თათია,
კოლეჯი,
პრეზენტაცია,
საჭმელი,
სტერეოტიპები
13.7.09
მე დავბრუნდები!
მე მჯერა რომ არსებობს დასვენება. მართალია ჯერ წილად არ მერგო, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ დავამთავრებ ოდესღაც გამოცდებს და სინდისის ქენჯნის გარეშე დავიძინებ (და ძილში სამოქალაქო სამართალს არ ვიბუტბუტებ). ახლა წავედი დრო მიდის, დრო აღარ ბრუნდება... ხვალ მაქვს ბოლო გამოცდა და ალბათ ისევ მოვუვლი "მიტოვებულ" ბლოგს ცოცხალ-მკვდარი. დროებით, იმედი არ დაკარგოთ, მე დავბრუნდები!!!
ტეგები:
გამოცდები,
გვანცა,
უნივერსიტეტი,
ჯავახიშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)


