ისეთი უსუსური და პაწიაა, თავი ბოლო რამდენიმე "საქმის" გაკეთება შეუძლია: 1.ჭამა, 2. მოსაქმება, 3. ტირილი, (სიცილი) და 4. ძილი.
რაც შეეხება ჭამას - ეს ხელობა იმდენად კარგად გამოსდის, რომ ჩემს პატარას ცუდმა ლია ბებიამ წურბელა შეარქვა. რომ ტირის ხოლმე მომიყვანს ამ სიტყვებით: "აჰა მიიწურბელე" და ესეც თავისი საქმის დაწყებისთანავე წამიერად ჩუმდება. მამაჩემი მეუბნება მიიკერე ეგ ბავშვი და ისე იარეო:)
საფენს როცა ვუცვლი მაშინ ახსენდება რისთვის უკეთია ეგ მოწყობილობა და გაწბილებულს არ მტოვებს უსაჩუქროდ:)
ტირილით ცოტას ტირის, მარტო მაშინ, როცა თავის წილ საკვებს არ მიიღებს, შეჭამს თუ არა მაშინვე ღიმილზე გადადის, რამდენჯერმე ხმამაღკაც კი გაიცინა:))) შემდეგ დანაყრებულზე გემრიელად იძინებს ქალბატონი მარიამი.
სხვა საინტერესო რა დავწერო 19 დღის ბავშვზე, მართლაც ამის მეტი არაფერი გაეგება შტერუკას.
საინტერესო ისაა რასაც ახლა მოვყვები. მოკლედ, ბავშვს ველოდებოდი ჩემი ჭკუით ნოემბრის ბოლოს ან დეკემბერში. მოგეხსენებათ ახალციხეში ვარ ეს ბოლო ხანია, ხოდა ნოემბერი რომ დადგა, მე და დათომ გადავწყვიტეთ, თბილისში ჩავსულიყავით, რომ მოგვეგვარებინა რაღაც-რაღაც საკითხები. მაგალითად, ჯერ გაგვერკვია, რომელ სამშობაიროს აზღვევს ალდაგი, ანუ სად უნდა მემშობიარა, შემდეგ მენახა ექიმი, მივსულიყავი ვიზიტზე, დავლაპარაკებოდი ვინ ვარ, რა მინდა და ა.შ.
მოკლედ ისე მოხდა, რომ თბილისში ჩავედით 14 ნოემბერს. წინა ღამით სულ ძალა-ძალით ჩამალაგებინეს სამშობიაროს ჩანთა, ტანსაცმელები და სხვა ნივთები, რაც უნდა წამეღო თან. მე იმდენად არ ველოდებოდი ჯერ არაფერს, რომ ძალიან უგულოდ ჩავალაგე, ჯერ რა დროსია მეთქი და ნახევარი ნივთები არც ჩამიდია. ეს "ჩალაგებული" ჩანთა ახალციხეში დავტოვე ჩემების იმედად, ისინი ჩამომიტანდნენ როცა ვიმშობიარებდი.
თბილისში გავარკვიეთ, რომ ალდაგის პროვაიდერი გაგუას კლინიკაც ყოფილა, ამოვირჩიეთ ეს კლინიკა და წავედით ბატონ დავითთან ვიზიტზე, აღმოჩნდა რომ თავისუფალი მაინცდამაინც 17 ნოემბერს და მაინცდამაინც 2 საათზე იყო ჩვენი ბატონი დავითი. კი ბატონო, ისევ მივედით 17 ნოემბერს 2 საათზე მე და დათო ბატონ დავითთან და ზუსტად ასეთი რამე მოხდა: მივედი მანქანით, სადაც საჭესთან მე ვიჯექი, ავედი კლინიკაში წყნარად, ასევე წყნარად ველოდე ჩემს რიგს, მშვიდად შევედი ბატონ დავითთან და ცოტა ხანში, სადღაც 2 საათში მეორე კარიდან გამოგვაგორეს საკაცით ორნი - მე და ჩემი მარიამი.

აი მე უნდა ვთქვა ბავშვი გავაჩინე მეთქი, არც მიწვალია ისე მოხდა ყველაფერი. დასალაპარაკებლად შესულს მეუბნებიან რომ ერთ ან მაქსიმუმ ორ საათში ბავშვი მეყოლებოდა. გამოიცვალე და მოემზადეო, რა ჩავიცვა მეთქი ვეკითხები, ის მქონდა რაც ტანზე მეცვა, მეტი არაფერი. ის ქალები, ვინც თავის მშობიარობას ელოდნენ გაოცებული თვალებით მიყურებდნენ ბავშვით რომ დამინახეს ახალი მისული. შოკი იყო მოკლედ ეგ დღე, სად ვიყავი, რა მინდოდა... სანამ ვიმშობიარებდი, უფრო სწორად, სანამ გავიგებდი, რომ თურმე 1 საათში უკვე უნდა მემშობიარა, იქ მშობიარე ქალებს ვუყურებდი და ვიცინოდი, რანაირად დადიან საცოდავები მეთქი, ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ალბათ ჩემს სიარულზე სხვა იცინოდა.
ხო, კიდევ ერთი სიურპრიზი მოხდა. მარიკუნა მთელი 9 თვე ბიჭი გვეგონა და ხან დემეტრე დავარქვით ხან გიორგი... მარიკო რომ დაიბადა და ექიმმა თქვა გოგოაო, დათო შეეწინაღმდეგა, რა გოგო, ბიჭიაო, ექიმი გაგიჟდა, ვერ არიანო და ორივეს სათითაოდ გვანახა, ნახეთ რომ გოგოაო, მერე არ თქვათ ბავშვი გაგვიცვალეთო. ასე შეგვრჩა პატარა პრინცესა:)
იმ დღის მერე 22 ღამეა არ მიძინია, მაგრამ მაინც უზომოდ, უზომოდ ბედნიერი ვარ...
shvili yvelaze didi bednierebaa da carmomidgenia rogor xar exla,upalma dalocos patara mariami da bevr bevr sixaruls da bednierebas gisurvebt...dzalian sakvareli ojaxi gakvt da me yoveltvis siamovnebit vkitxulb tkven postebs :) LADYBIRD :):):):)
ReplyDeleteგენაცვალე შენპაწუკა ოჯახთან ერთად :*:*:*
ReplyDeleteსასწაულები ხდება რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე!!!
ReplyDeleteიმიტომ, რომ მაგ დგეს ერთად ვიყავით:)))
მიყვარხართ ორივე უსაზღვროდ:)
გენაცვალეეთ :)
ReplyDeleteსაყვარელი პატარა კნოპკა გყავს
ReplyDeleteგილოცავ :))
ისე კაცმა რომ თქვას ჩვენი მარიამი სულაც არაა მტირალა, მხოლოდ მაშინ ტირის როცა შია (აბა აღარ იტიროს?) ძალიან უყვარს ბანაობა, უცებ ჩუმდება როცა მტირალს ჩავსვათ ხოლმე, იზრდება ჩვენი პრინცესა, იზრდება და ურფო მეტად ლამაზდება, წინასწარ ვჯავრობ ჩემგან რომ წაიყვანენ როგორ მომენატრება.
ReplyDeleteგვანციკო დედიკო! ძალიან მძიმე ტვირთია დედობა, გაზარდე ისე რომ მისით შენ იამაყო, სიძნელეების ნუ შეგეშინდება, ღმერთის წყალობით ყველაფერს დაძლევ, ღმერთი ფარავდეს შენს ლამაზ ოჯახს, მიყვარხართ ძალიან
ჩემი ტკბილი გოგო დაიბადაა, ენაცვალოს ქეთი დეიდა. როდის ჩაიხუტებს გულში ნეტა..
ReplyDelete