28.12.11

გილოცავთ ახალ წელს

მართალია ცოტა ადრეა, მაგრამ ვიცი, რომ მე კიდევ დიდი ხანი ახალ პოსტს არ დავწერ, ამიტომაც გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ჩემი მომავალი წლის გეგმები:
- დავპოსტო უფრო ხშირად;
- გავაჩინო ლაზარე და გაგაცნოთ;
- ევროტური ზაფხულში;
- გრინ კარტა ავიღო.

ეხლა ცოტა მოგიყვეთ რას ვაკეთებდი 2011 წელში და როგორ მოვხვდი საქართველოში.

2011-ის ზაფხულში მე და ტრენდონმა გადავწყვიტეთ, რომ მინესოტაში ცხოვრება არ გვინდოდა და 1 კვირაში უკვე მანქანაში ვისხედით ბარგჩალაგებულები და $200-ით ჯიბეში, ნიუ იორკის გზას დავადექით. 2 დღეში ჩავედით, დიდი მადლობა გადავუხადეთ ტინკერ ბელს (ჩვენს ფორდ ესკორტს) და ნება მივეცით, სამუდამოდ გაფუჭებულიყო, თუმცა მან ეს არ მოინდომა და 1 თვე კიდევ გვემსახურა, სანამ ქარიშხალმა "აირინმა" არ იმსხვერპლა.
ეს მისი ბოლო სურათია, როცა მიჰყავდათ :(

ნიუ იორკში ცხოვრების 4 თვეში ისეთი არაფერი მოხდა. ჯერ 10 დღე ბრონქსში ვცხოვრობდით, რომელიც არის საშინელი უბანი. თუ კანის ფერი ღია გაქვს, ბრონქსში მარტო არ იაროთ! მერე გადავცხოვრდით შედარებით უკეთეს ადგილას ქუინსში, კენედის აეროპორტთან ახლოს, საოჯახო სასტუმროში.

ნოემბრისკენ უკვე საქართველოში ჩამოვედით. ყველაზე იაფიანი ბილეთები აეროსვიტის ავიახაზებს ჰქონდათ და მაგით წამოვედით. იყო საშინელება!!! თვითმფრინავი მოუხერხებელი, ტელევიზორის მსგავსი არაფერი და ბარგის დასადები ადგილები სულ დაკავებულები, ამიტომაც ყველაფერი ფეხებში ან საკუთარ სკამებზე გველაგა. უფრო საშინელებას ხდიდა 1 წლისა და რამდენიმე თვის ლუკას გაჩერება. მთელი თვითმფრინავი ან ჩვენ გვაგინებდა, ან რჩევებს და სათამაშოებს გვაძლევდა, მაგრამ არაფერმა გვიშველა. ლუკა მხოლოდ მაშინ მორჩა ტირილს, როცა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაშვება დაიწყო და დაეძინა.

ჰოდა ჩამოვედით საქართველოში უკვე 1,5 თვეა და ვცხოვრობთ ტკბილად :)) ლუკა საბავშვო ბაგაში დადის საღამოს 5 საათამდე და ყველანი ვნატრობთ ხოლმე, რომ უფრო დიდხანს დაიტოვონ ხოლმე. როცა ლუკა სახლშია, ერთი ადამიანი სულ თან უნდა დასდევდეს, თორემ 1 წუთში 1 რამის გაფუჭება-გატეხვას ასწრებს ხოლმე.

ტრენდონმა ბლოგერობა დაიწყო და ძალიან ცდილობს მალე პოპულარული გახდეს. mrblueglance.blogspot.com აი ლინკი და შეუფასეთ.
მე კიდევ თებერვალში მეორე ბიჭს - ლაზარეს ველოდები. შესაბამისად, უძილო ღამეებს და სახლიდან ვეღარ გასვლებსაც.
მე და ტრენდონმა ფულის შენახვა დავიწყეთ საზაფხულო ევრო ტურისათვის, იმედია გამოგვივა.

აჰა, მგონი მოკლედ მოვყევი ყველაფერი, რაც მინდოდა. ახალ ამბებს კი თანდათანობით მოგახსენებთ ხოლმე. :))

4 კომენტარი:

  1. yochag shen :) meore bavshvi ukve? me ertsac ver movabi tavi :D
    wavedi, trendoni shevapaso.

    ReplyDelete
  2. ხოო, როგორ დაგხვდით ეგეც დაგეწერა დაიკო:) ჩემმა ქმარმა რო ლამაზი თაიგული გაჩუქა ეგ სურათი დაგედო და ასე შემდეგ... მაგრამ რახან შენ რაღაც დაწერე რაღა გითხრა :D

    ReplyDelete
  3. რა კარგია თათიას პოსტი. თვალები გამიპრწყინდა რო დავინახე

    ReplyDelete
  4. ტრენდონი მე შევაფასე უკვე. ხოდა გამიხარდა შენი ჩამოსვლაც და ახალი პოსტიც.
    წარმატებები.
    საღოლ, მაგარია მეორე შვილი :))

    ReplyDelete

აბა რას ფიქრობთ? :))