25.1.12

თავის შეხსენება :))

როგორ ხართ?! მომენატრეთ.ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ მინდოდა ძალიან პოსტის დაწერა.
დაახლოებით ორი თვეა რაც ცხოვრების წესი შემეცვალა. აქ სხვა სახის თავგადასავლები მაქვს. ყველა ჩემს უცხოელ მეგობარს ჩამოვშორდი ფიზიკურად. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, მაგრამ მეგობარს ვერ ვუწოდებ ჯერ ვერავის. ანა მივსებს ყველა დანაკლისს.
ვცხოვრობ ისევ საინტერესოდ, თუმცა ყოველ შაბათ-კვირას ვეღარ დავდივარ სამოგზაუროდ. მეტად დაკავებული ვარ, ნაკლები თავისუფალი დრო მაქვს.
ვმუშაობ, თავისუფალ დროს ვმეცადინეობ. მხატვრული ლიტერატურის წიგნები TESTDAF-ის წიგნებმა შეცვალეს.
მალე გამოცდა მაქვს და გადაწყდება ჩემი მაგისტრატურაში ჩარიცხვის ამბავიც. უკვე მივუალხოვდი ჩემს ასასრულებელ ოცნებას და ძალიან ვღელავ. თუ ჩავირიცხე, ჩავთვლი, რომ ცხოვრებაში მიუღწეველი არაფერია თუ ადამიანი დაისახავს მიზნად.
რთული დღეები მაქვს. გაძლებაზე ვარ უკვე. ყოველ დღე ვებრძვი თავს მეცადინეობის დროს. საქმე ზარმაცობაში არაა.კი, ბავშვობაში ზარმაცი ყოველთვის ვიყავი საქმე როცა სწავლას ეხებოდა. აბიტურიენტობის დროს მახსოვს დედა როგორ ჩიოდა, ასეთი ზარმაცი და აუტანელი მოსწავლე არ მყოლია არასდროსო. იყო კი, რაც მქონდა ვერ დავიკარგავ. მაგრამ ამჯერად საქმე სირთულეშია და დროის უკმარისობაში. მთელი ღამე ძილში გერმანულ სიტყვებს ვიმეორებ და ტესტებს ვაკეთებ.. კარგი, უკვე წუწუნში გადავედი.
გადახვევებს მაინც ვახერხებ, არ ვაკლებ თავს გართობას. მაგალითად, მე და ანამ როლიკები ვიყიდეთ( ქართულად რა ჰქვია არ მახსოვს). არა მარტო ჩვენ გავხალისდით, არამედ ჩვენი გარშემო მყოფნიც ჩვენი ძირზე დავარდნის ყურებით. ეგ არაფერი, ვისწავლით. ოპტიმისტები ვართ.
კიდევ ჭამის ახალ- ახალ ფორმებს ვიგონებ, ესეც სიზარმაცის
ერთ-ერთი გამოვლინება, ყველაფრის გაადვილებაზე მაქვს ტვინი მომართული.
ჰო, კიდევ მალე კოლნში კარნავალია, მონიკამ გუშინ ფული გვაჩუქა მე და ანას, კოსტუმები იყიდეთო.
კარნავალი როცა იქნება მერე დავწერ პოსტს, ვფიქრობ საინტერესო სანახაობა იქნება. ეს კი ჩემი კოსტუმია..

ჩავიცმევ და ვფარფატებ სახლში, ძაღლი ვერ მცნობს და დამდევს უკან ყეფით და გვაქვს ერთი ალიაქოთი სახლში.
წავედი. მელოდება წიგნები. :(
ეს სიტყვები მშველის - ,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების..'' ჰოდა ვუცდი, როდის გამიტკბილდება ჩემი სიმწარე.
აბა ჰე და აბა ჰოო, ბედნიერად. :))

11 კომენტარი:

  1. კარგი გოგო ხარ, არ დანებდე :*
    მიხარია კარგად რომ ხარ

    ReplyDelete
  2. ვაიმე კოსტუმიიიი :)))) ძაღლზე მაგარი იყო.
    როდის გაქვს გამოცდა?
    როლიკები მაგარია. მიდი მიაწექ ქეთევან!

    ReplyDelete
  3. ორ კვირაში თათუკა. მადლობა :))

    ReplyDelete
  4. ძაღლზე მაგარი ვიხალისე, batgirl :))
    წარმატებები :******

    ReplyDelete
  5. vaime qeti, momakvlevineb shen tavs :(

    ReplyDelete
  6. ქეთ,გაუგებრობას აქვს ადგილი. ჩემი მეგობარი ანა იყო, ეგონა თავისი სახელით წერდა და მე მეკუთვნის ეს სიტყვები. დაემთხვა შენ დაგიწერია წინ და მერე ანას ეს კომენტარი. ახლა ვნახე და წივილი დავიწყე :D:D:D:D:D:D მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებ :*:*:*:*

    ReplyDelete
  7. :))))))))))))))))))
    ეგ არაფერი.
    აი რას შვრება ორი მარინე რომ პოსტავს :დდდ

    ReplyDelete
  8. :D:D:D:D:D:D
    საყვარელო შენა :*:P

    ReplyDelete
  9. ქეთიკონა, ჩემთვის ორივე სასიხხარულო იქნება, რომ ვერ ჩააბარო მე გამიხარდება, იმიტომ რომ ჩამოხვალ დდა რომ ჩააბარო შენ გაგიხარდება და შესაბამისად მეც;)
    ჰო ძაღლზე მეც ვიცინე, მარა ეგ მაინც შტერი ძაღლია:D

    ReplyDelete

აბა რას ფიქრობთ? :))